სინდი ლოპერი ამბობს, რომ „გოგონებს გართობა უნდათ” სინამდვილეში ნიშნავდა: „გოგონებს სექსი უნდათ”, ამიტომ მან სიმღერას ახალი სიცოცხლე შესძინა

პოპვარსკვლავმა ახსნა, თუ როგორ შეცვალა სიმღერა, რომელიც კაცების პერსპექტივიდან იყო დაწერილი და ის გოგონების ჰიმნად აქცია.
ინტერვიუერი ჰენრი ლუის გეითს ჯუნიორი და სინდი ლოპერი
FINDING YOUR ROOTS/McGee Media

Სინდი ლოპერი მის ყველაზე დიდ ჰიტზე საუბრობს. მომღერალმა გაამხილა, რომ როდესაც რობერტ ჰაზარდის სიმღერის Girls Just Want to Have Fun-ის შესრულების იდეა მოუვიდა, მასში დარწმუნებული არ იყო.

„ვფიქრობდი, Რა უნდა გავაკეთო? კანკანი ვიცეკვო?” – იხუმრა მან. „Რაც მანამდე იყო, ეს იყო ბიჭების ვერსია: „გოგონებს გართობა უნდათ. როგორ გაგვიმართლა!” ვიფიქრე: გოგონებს სექსი უნდათ – ამას ნიშნავს ეს სინამდვილეში?”  

ამის შემდეგ ლოპერმა გადაწყვიტა, რომ სიმღერაში ცვლილებები შეეტანა. 

„დავიწყე ამ ფრაზების ამოღება და ასე გადავაკეთე: „დედა, ჩვენ არ გაგვიმართლა, რადგან გოგონებს გართობა უნდათ, ჩვენ კი არ შეგვიძლია.” და აი, უცებ მან ახალი სიცოცხლე შეიძინა.”

Სიმღერა „გრემიზე“ იყო ნომინირებული. ის ბილბორდის „ცხელი ასეულის” მეორე ადგილზეც მოხვდა. Რაც შეეხება სინდი ლოპერს, „გრემის”, „ტონისა” და „ემის” მფლობელი მომღერალი, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელსაც „ცხელი ასეულის” ტოპ ხუთეულში სადებიუტო ალბომიდან შესული 4 სინგლი ჰქონდა. 

Ნახეთ სინდი ლოპერის ინტერვიუ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Stockton Records-მა ცოცხალი მუსიკალური სესიების პროექტი – Stockton Records Sessions დაიწყო

შემდეგი სტატია

კვებით აშლილობაზე ღიად საუბრის გამო, ლედი გაგა ტეილორ სვიფტს მამაცს უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი