ახალგაზრდა მუსიკოსის და კომპოზიტორის, ნიკა თხელიძის ახალი EP – In the Arms of Morpheus

„მთელი EP სიზმრების სამყაროში მოგზაურობის ისტორიაა… მოგზაურობა სიზმრის დაწყებიდან გაღვიძებამდე.“

ახალგაზრდა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ნიკა თხელიძემ ემბიენთი, სინემატიკური EP – სახელწოდებით In the Arms of Morpheus გამოუშვა, რომელიც ქართულმა მუსიკალურმა კომპანია Bloom Music-მა გაავრცელა.

EP ოთხ ტრეკს აერთიანებს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის სიზმრის ღმერთის მორფევსის ინსპირაციით შეიქმნა.

„თუ ვინმე ამ EP-ს მოუსმენს  შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს და თავისებურად აღიქვას. თავად ამ EP-ის სახელწოდება  In the Arms of Morpheus და ტრეკების სათაურიც  ბერძნულ მითოლოგიასთან არის კავშირში. კერძოდ მორფეუსთან სიზმრების ღმერთთან. პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე ამ თემაზე შემექნა კომპოზიციები. 

ბოლო პერიოდში საკუთარ თავს გადამხდარი გარკვეული მოვლენების გამო, ჩემს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიადგა და საკუთარ სიზმრებში თუ ფიქრებში დაკარგვას დავეჩვიე, ერთი სიტყვით მორფეუსის სამყაროში დავიკარგე. ზუსტად ამას ეხმიანება მოცემული EP-ის შინაარსი და ტექსტიც: It is a man’s fate to be forgotten, and it is in man’s nature to forget himself in his dreams.  Აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომის ქავერი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი და სხვა არტისტის ნამუშევარი გამოყენებული არ არის. მთელი EP სიზმრების სამყაროში მოგზაურობის ისტორიაა და ამიტომაც კონკრეტულ ტრეკს ვერ გამოვარჩევ. 

ეს არის ისტორიები და მოგზაურობა სიზმრის დაწყებიდან გაღვიძებამდე.“ – მუსიკოსი ნიკა თხელიძე

მოუსმინეთ ნიკა თხელიძის EP-ს Deezer-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ახალ ფილმს, სახელწოდებით The Killer მუსიკალურად გააფორმებენ

შემდეგი სტატია

Smashing Pumpkins-ის მუსიკალური ფესტივალი The World Is A Vampire

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი