ტეილორ სვიფტმა Lavender Haze-ის გარემიქსებული ვერსია გამოუშვა

ახალი ვერსია სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს გამოქვეყნებიდან, ორი კვირის შემდეგ გამოვიდა.

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომის, Midnights-ის გამხსნელი ტრეკის – Lavender Haze-ის რემიქსი გამოუშვა. გარემიქსებული ვერსია სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს გამოქვეყნებიდან, ორი კვირის შემდეგ გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ კლიპის რეჟისორი თავად ტეილორ სვიფტია. მომღერალთან ერთად, ვიდეოში მოდელი და ტრანს აქტივისტი, ლეით ეშლი მონაწილეობს. 

Lavender Haze-ის ორიგინალური ვერსიის შექმნისას ტეილორ სვიფტმა რამდენიმე არტისტთან ითანამშრომლა. სვიფტთან ერთად, სიმღერის თანაავტორები არიან: ჯეკ ენტონოფი, მარკ ენტონი სპირსი, იაჰან აკილ სვიტი, სემ დიუ და მსახიობი ზოი კრავიცი. 

ალბომით სახელწოდებით Midnights, ტეილორ სვიფტმა Billboard Hot 100-ის ჩარტების ისტორიაში რეკორდი მოხსნა. ის პირველი არტისტი გახდა, რომელმაც ერთი და იმავე ალბომის სიმღერებით ტოპ ათი პოზიცია დაიკავა. Lavender Haze მეორე ადგილს იკავებდა, ხოლო პირველს – Anti-Hero. 

მოუსმინეთ Lavender Haze-ის გარემიქსებულ ვერსიას: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-ს დედის თქმით, ბედნიერია, რომ არტისტმა მას არ მოუსმინა და საკუთარ ოცნებებს მიჰყვა

შემდეგი სტატია

ბრაიან უილსონი, კეროლ ბეიერ სეიჯერი და სხვები ბერტ ბაკარაკის გარდაცვალებას ეხმაურებიან: „მისი სიმღერები სამუდამოდ იცოცხლებს.”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი