SZA-ს დედის თქმით, ბედნიერია, რომ არტისტმა მას არ მოუსმინა და საკუთარ ოცნებებს მიჰყვა

„ნეტავ, მაშინ ის მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი – ეს არის საკუთარი შვილის სურვილების მოსმენა და მხარდაჭერა.“ – თქვა ოდრი როუმ ქალიშვილზე საუბრისას.

New York Times-მა მუსიკოს SZA-ს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში არტისტმა შემოქმედებით  წარმატებასა და პოპულარობის მოპოვებაზე დეტალურად ისაუბრა. როგორც SZA-მ თქვა, ყველაფერი „დელავერის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ყოფნისას დაიწყო, სადაც სწავლას საზღვაო ბიოლოგიის განხრით აპირებდა.

„ყოველდღე მალიბუს ვსვამდი, მარიხუანას ვეწეოდი და მეძინა.“ – თქვა   SZA-მ კოლეჯში სწავლის პერიოდის გახსენებისას. არტისტმა აღნიშნა, რომ მალევე სწავლა მიატოვა და ნიუ ჯერსიში, მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. როგორც SZA-მ გაამხილა, თავისი ასაკის შესახებ იტყუებოდა, რათა ბარმენად ემუშავა და ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის სტრიპტიზ კლუბებში ცეკვა შესძლებოდა.  საბოლოოდ, უფროსმა დამ მისი საქმიანობის შესახებ გაიგო და ყველაფერი დედას შეატყობინა. 

„როდესაც დედაჩემის სურვილს არ მივყევი და კოლეჯი მივატოვე, მან მიმანიშნა, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი. ნაცნობების დივანზე მეძინა, უმიზნოდ ვიყავი. ამან საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო, თუმცა ამავდროულად ჩემში ცეცხლი აანთო.“ – აღნიშნა 33 წლის მომღერალმა.

წარსულზე საუბრისას, არტისტის დედა მომხდარს დადებითად აფასებს და მადლიერია, რომ SZA საკუთარ ოცნებებს მიჰყვა. „ნეტავ, მაშინ ის მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი – ეს არის საკუთარი შვილის სურვილების მოსმენა და მხარდაჭერა. ძალიან რთულია საკუთარ ოცნებებს მივყვეთ. უამრავმა ჩვენგანმა მათზე უარი ადრეულ ასაკში ვთქვით. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემთ, გვიყვარს და ვენდობით, ფიქრობენ, რომ რაიმე სხვა უნდა ვაკეთოთ. მიხარია, რომ მან (SZA-მ)  მე არ მომისმინა“. – თქვა SZA-ს დედამ, ოდრი როუმ,  NYT-თან საუბრისას . 

SZA-მ ალბომი, სახელწოდებით S.O.S. ახლახან  გამოსცა. ნამუშევარმა  Billboard 200-ის ჩარტებში პირველი ადგილი მომენტალურად დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ორიგინალური კონცეფციის ახალი მუსიკალური ვიდეო „მგზავრებისგან“

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა Lavender Haze-ის გარემიქსებული ვერსია გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი