ნათია თოდუას ახალი ქავერ სიმღერა – Feelings და მუსიკალური ვიდეოკლიპი

„ყოველ საღამოს სამსახურის შემდეგ, როცა ძალიან დაღლილი ჩემს ოთახში შევდიოდი ვიწყებდი Feelings-სიმღერის მელოდიის გიტარაზე დაკვრას… ეს სიმღერა მაძლევდა უდიდეს ძალას, რომ მიუხედავად ყველაფრისა მემღერა.“
ნათია თოდუა
ნათია თოდუა

გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსმა ნათია თოდუამ ახალი ქავერ სიმღერა  Feelings და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. ბრაზილიელი მომღერლის მორის ალბერტის ცნობილი სიმღერის ბევრი საინტერესო ვერსია არსებობს, მათ შორის ნინა სიმონეს გამორჩეული შესრულებაც, რომელიც ნათიას თქმით ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ძვირფასია.

ნათია თოდუა

„ყველა ჩემ საყვარელ სიმღერას განსაკუთრებული ისტორია აქვს და ღრმა ემოციური კავშირი. გერმანიაში რომ ჩამოვედი, პირველივე დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო ეტაპი. მივხვდი რომ არავის და არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა. ისიც ვიცოდი, რომ უკან დახევაც არ შემეძლო. ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელსაც ვერ ვხვდებოდი რა განვითარება ელოდებოდა. 

ყოველ საღამოს სამსახურის შემდეგ, როცა ძალიან დაღლილი ჩემს ოთახში შევდიოდი, ვიწყებდი Feelings სიმღერის მელოდიის გიტარაზე დაკვრას. არც ლაპარაკი მინდოდა ვინმესთან, არც დასვენება, არც სოციალური ქსელები. მე ჩემი გულწრფელი ემოციების მოსმენა და დროში მოგზაურობა მინდოდა. ეს სიმღერა მაძლევდა უდიდეს ძალას, რომ მიუხედავად ყველაფრისა მემღერა. 

სულ მინდოდა, რომ მეც გამეკეთებინა ამ სიმღერის ჩემი ვერსია, რომელიც ჩემს ემოციებს გააცოცხლებდა. ამ სიმღერის ჩემი ქავერ ვერსია მზად არის და  Youtube-ის ჩემს ოფიციალურ არხზე შეგიძლიათ მოისმინოთ. 

რაც შეეხება ვიდეოს ეს ვიდეო ბერლინში გადავიღეთ. იდეა  ჩემი იყო, ეს არ უნდა ყოფილიყო სტუდიური მუსიკალური კლიპი. მინდოდა ბუნებრივი ყოფილიყო, თითქოს ლაივში სრულდება. მსუბუქი, მარტივი და ემოციური როგორიც სიმღერაა. მინდოდა კლიპი შავ-თეთრი ყოფილიყო, სადაც სიარულის ფონზე ადამიანები ჩანან, მაგრამ არ ჩანს მათი სახეები და მე გიტარით ხელში. ვიდეო კლიპზე გერმანულ კომპანიასთან ერთად ვიმუშავე, რომელიც ფილმებსა და ვიდეო კლიპებს იღებს. ეს ყველაფერი ერთი წლის წინ გავაკეთეთ, უბრალოდ სიმღერის მასტერინგი არ მქონდა დასრულებული და როგორც კი დასრულდა და საბოლოო სახე მიეცა გამოვიდა. კოვიდის და ჩაკეტილობის შემდეგ  ასე ვთქვათ ჩემი პირველი მუსიკალური გაფართხალება იყო და ამითაც მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტზე მუშაობა, იმიტომ რომ მახსოვს ის პერიოდი კლუბებიც და ბარებიც ხელახლა იწყებდნენ ყველაფერს. პირბადეს ვიხსნიდი კლიპისთვის, მერე ისევ ვიკეთებდი ემოციურად მოქმედებდა ეს ყველაფერი. ისეთ დროს ჩავწერეთ თითქოს ჩვენთვის მუსიკოსებისთვის და ხელოვანებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დაიწყო.

ამჟამინდელ მდგომარეობას და გეგმებს რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ოცდამეცხრამეტე კვირაში ვარ და ჩემ ემოციებში ვარ, რომელიც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, პარალელურად ვმუშაობ ახალ EP-ზე რომელიც ზაფხულში გამოვა. ერთი წლის წინ ბერლინში შევქმენი ჩემი ბენდი და ამ მუსიკოსებთან ერთად ვმუშაობ  Ep-ზე, რომელიც ვფიქრობ მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება. სიმღერები იქნება ინგლისურენოვანი და ვფიქრობთ ეს ყველაფერი მზად ზაფხულში იქნება. სწორედ ამ ახალი სიმღერებით გავალთ გერმანულ ფესტივალებზე და იქნება ასევე მინი ტური, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჩემი გულშემატკივარი ძალიან მალე გაიგებს.“

ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დაბადების დღის წინ, ოლივია როდრიგომ ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ენდრიუ ლოიდ უებერმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისათვის ჰიმნი დაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი