ენდრიუ ლოიდ უებერმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისათვის ჰიმნი დაწერა

კორონაციის საზეიმო ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში, 6 მაისს გაიმართება.

ცნობილმა ინგლისელმა კომპოზიტორმა, ენდრიუ ლოიდ უებერმა მეფე ჩარლზ III-ის კორონაციისათვის ჰიმნი დაწერა. უებერი ისეთი ცნობილი მიუზიკლების შემქმნელია, როგორებიც არის: Cats, The Phantom of the Opera და Evita. კორონაციის საზეიმო ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში, 6 მაისს გაიმართება. ჰიმნი საეკლესიო მუსიკის ადაპტაციაა და მასში 98-ე ფსალმუნის სიტყვები ჟღერდება. მუსიკალური ნაწარმოები სპეციალურად ორგანზე შესასრულებლად, სააბატოს გუნდისათვის დაიწერა. უებერის მუსიკალური ნამუშევარი ერთ-ერთია ათობით კომპოზიციისგან, რომელიც სპეციალურად ამ მოვლენისათვის შეიქმნა.

„იმედი მაქვს, ჩემი ჰიმნი ზუსტად ასახავს ამ საზეიმო შემთხვევას“ – აღნიშნა  ვებერმა  განცხადებაში.

მეფის კორონაციის ცერემონიის პროგრამა ახალ და ძველ მუსიკას მოიცავს. ის ეხმიანება ღონისძიების კონცეფციას, რომელიც ტრადიციული და  მოდერნისტული ელემენტების შერწყმას გულისხმობს, რაც თავის მხრივ  თანამედროვე ბრიტანეთის 

 გამოხატავს. თანამედროვე მუსიკა იმ არტისტებს ეკუთვნის, რომლებიც  წარმომავლობით გაერთიანებული სამეფოდან არიან. 

„გადაწყვეტილება, რომ  ძველი და ახალი ერთმანეთთან შეგვერწყა, იმ საუკუნის კულტურულ არეალს გამოხატავს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.“ – თქვა  უესტმინსტერის სააბატოს გუნდის ხელმძღვანელმა და ორგანისტმა, ენდრიუ ნეთსინგმა.  – „კორონაციის ღონისძიებები 1066 წლიდან ტრადიციულად  უესტმინსტერის სააბატოში იმართება. დიდი პატივია მისი უდიდებულესობასთან თანამშრომლობა,  რომლის დარგლებში ამ დიდი ღონისძიებისათვის მუსიკოსები და შესაბამისი მუსიკალური გაფორმება შევარჩიეთ“ – აღნიშნა ნეთსინგმა.

მთლიანობაში, კორონაციისათვის ექვსი საორკესტრო, ხუთი საგუნდო და ერთი საორგანო კომპოზიცია შეიქმნა. კომპოზიციები კლასიკური, საეკლესიო, კინო, სატელევიზიო და თეატრალური მიუზიკლების მოტივებზე დაიწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნათია თოდუა

ნათია თოდუას ახალი ქავერ სიმღერა – Feelings და მუსიკალური ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

ნახეთ, სინამდვილეში რას ამბობდა ადელი რიანას შესახებ სუპერ თასის შოუზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი