პერის ჰილტონმა გაამხილა, რომ 20 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა: „ბავშვი ვიყავი და ამისთვის მზად არ ვიყავი.”

მას შემდეგ, რაც The Simple Life-ის გადაღებისას მშობიარობას დაესწრო, ჰილტონმა გადაწყვიტა, რომ შვილს სუროგატი დედისგან გააჩენდა.
პერის ჰილტონი 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Neilson Barnard/GI for The Recording Academy

Პერის ჰილტონმა ახალ ინტერვიუში გაამხილა, რომ წლების წინ მას აბორტი აქვს გაკეთებული.

„ეს ის თემაა, რომელზე საუბარიც არ მსურდა, რადგან დიდ სირცხვილთან ასოცირდებოდა” – თქვა ჰილტონმა აბორტზე საუბრისას, რომელიც 20 წლის ასაკში გაიკეთა. „ბავშვი ვიყავი და მზად არ ვიყავი ამისთვის.”

ინტერვიუში  ჰილტონი 2022 წელს აბორტის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც გამოეხმაურა. „ძალიან ბევრი პოლიტიკაა ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ქალის სხეულია… რატომ უნდა არსებობდეს კანონი ამის შესახებ? ეს შენი სხეულია და შენი არჩევანი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კანონს გამოსცემენ იმაზე, თუ რა უქნა შენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.”

ჰილტონმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ტრავმირებული იყო, როცა The Simple Life-ის გადაღებისას მშობიარობას დაესწრო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ბავშვს სუროგატი დედის დახმარებით გააჩენდა. „ძალიან მეშინია… ბავშვის გაჩენა და სიკვდილი ის ორი რამ არის, რისიც ამ სამყაროში ყველაზე მეტად მეშინია.”

ახლახან ჰილტონმა ახალდაბადებული ვაჟის სახელი გაამხილა – ფენიქს ბარონ ჰილტონ რეუმი. ინსტაგრამზე კი მისი პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. „ჩვენი მთელი სამყარო” – დააწერა ოჯახურ ფოტოს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსის ფანებს მის ვებსაიტზე დაწყებული ახალი უკუთვლის შესახებ განსხვავებული თეორიები აქვთ

შემდეგი სტატია

„J.Lo საქართველოდან“ ასე აფასებენ ქართველ მომღერალს ნუცა ბუზალაძეს  American idol-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი