ჯეკ უაიტი Saturday Night Live-ს მეხუთედ ესტუმრა და 2022 წლის ალბომებში შესული კომპოზიციები შეასრულა

უაიტმა შეასრულა სიმღერები, რომლებიც შესულია 2022 წლის სოლო ალბომებში, სახელწოდებით Fear of the Dawn და Entering Heaven Alive


ჯეკ უაიტი ცნობილი სკეტჩ შოუს, Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმრის ამპლუაში წარდგა. ეს მეხუთე შემთხვევა იყო, როცა მომღერალმა SNL-ში მიიღო მონაწილეობა.

შოუს მიმდინარეობისას უაიტმა 2022 წლის სოლო ალბომებიდან, სახელწოდებით  Fear of the Dawn და Entering Heaven Alive, რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. SNL-ის ამ ეპიზოდს მსახიობი ვუდი ჰარელსონი უძღვეოდა. უაიტის მსგავსად, ეს ეპიზოდი ჰარელსონისთვისაც შოუში მეხუთე გამოჩენა იყო. 

სცენაზე პირველი  პერფორმანსისას, უაიტმა სიმღერები – Taking Me Back და Fear of the Dawn შეასრულა. ეს ნამუშევრები მუსიკოსის 2022 წლის ალბომის, Fear of the Dawn-ის გამხსნელი კომპოზიციებია. სცენაზე მეორედ გამოჩენისას კი არტისტმა A Tip From You to Me იმღერა. 

ამ დრომდე ჯეკ უაიტი Saturday Night Live-ის ეთერში 2002,  2012, 2018 და 2020 წლებში იყო მიწვეული. მან სკეტჩ შოუში მონაწილეობა ბოლოს 2020 წელს მიიღო. უაიტმა ქანთრის მომღერალი მორგან უალენი ჩაანაცვლა, რომელმაც COVID-19-თან დაკავშირებული პროტოკოლი დაარღვია. 

ნახეთ SNL-ის შოუში ჯეკ უაიტის მუსიკალური შესრულება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

P!nk კომენტარებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ მან კრისტინა აგილერას ჩრდილი მიაყენა

შემდეგი სტატია

American Idol-ის მიმდინარეობისას კეტი პერი ატირდა, როდესაც კონკურსანტი სკოლის შეიარაღებული თავდასხმისას გადარჩენილი მოსწავლე აღმოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი