ადამ ლევინი სამი შვილის მამობაზე საუბრობს: „მიყვარს ქაოსი”

Maroon 5-ის სოლისტი მისი და მისი მეუღლის ოჯახური ცხოვრების შესახებ ჰყვება.
ადამ ლევინი
Kevin Winter/GI

მას შემდეგ, რაც ადამ ლევინსა და ბეატი ბრინსლუს მესამე შვილი შეეძინათ, მომღერალმა პირველად ისაუბრა მათ ხუთწევრიან ოჯახზე. „ეს საოცარია. Მე მიყვარს ქაოსი.”

მესამე შვილის შეძენა წყვილს საჯაროდ არ განუცხადებია და არც ბავშვის სქესი და სახელი გაუმხელიათ. მათი უფროსი ქალიშვილები 6 და 4 წლის არიან.

ადამ ლევინმა ისიც გაამხილა, რომ ოჯახისთვის უფრო დიდი და არც ისე ძვირფასი ტრანსპორტის შეძენა უნდა. „Ძალიან მინდოდა მინივენი, მაგრამ ეს იდეა ჩამიხშეს,” – ამბობს მომღერალი და ხსნის, თუ რატომ ფიქრობს, რომ ოჯახური ტრანსპორტი შესაძლოა სულაც არ იყოს ნაკლებად მოდური. „შეგიძლია შენი მინივენი იმად გადააქციო, რადაც გინდა. ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დედაშენის კრაისლერი უნდა იყოს. ის შეიძლება მხიარულების ხომალდად იქცეს.”

Victoria’s Secret-ის მოდელმა სექტემბერში გაამხილა, რომ ის და ადამ ლევინი მესამე შვილს ელოდებოდნენ. ახალმა ამბავმა ცნობილი სკანდალი გადაფარა, რომელშიც ადამ ლევინი გაეხვა.  მოდელმა სამნერ სტრომ მომღერალთან სასიყვარულო მიმოწერა გამოაქვეყნა. მოდელი ამბობდა, რომ Maroon 5-ის სოლისტს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ივნისში კი ლევინმა მას სთხოვა, რომ მომავალ ბავშვს სამნერს დაარქმევდა. 

ადამ ლევინმა რომანი უარყო. „რომანი არ მქონია, თუმცა ზღვარს გადავაბიჯე ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, რომელსაც ვნანობ. რაღაც დონეზე ეს უკვე მიუღებელი გახდა. ეს გავაცნობიერე და ამის გამოსასწორებლად ჩემს ოჯახთან აქტიური ნაბიჯები გადავდგი. ჩემი მეუღლე და ოჯახი ერთადერთია, რაც ამ სამყაროში მაინტერესებს. იმდენად გულუბრყვილო და სულელი ვიყავი, რომ ის ერთადერთი რამ გავრისკე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამას აღარასდროს გავაკეთებ.” – წერდა მომღერალი ინსტაგრამის გვერდზე.  

ნახეთ ადამ ლევინის ინტერვიუ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანამ შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

CeeLo Green – მსოფლიო მუსიკალური სცენის აღიარებული ვარსკვლავის კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი