A+E Networks-მა ჯენეტ ჯექსონის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი დააანონსა. Janet Jackson: Family First – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც არტისტის შესახებ 2022 წელს გამოშვებული მინი სერიალის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ფილმი მომღერლის მოახლოებულ საკონცერტო ტურნეზე ფოკუსირდება. გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები თავად ჯენეტი და მისი ძმა, რენდი ჯექსონი იქნებიან.
Janet Jackson: Family First ასახავს ჯექსონის გაერთიანებას თავის ბენდთან, რომელთან ერთადაც მომღერალი სცენაზე 40 წლის შემდეგ პირველად Together Again ტურის ფარგლებში წარდგება.
Together Again ტური 2023 წლის 14 აპრილს ჰოლივუდში დაგეგმილი კონცერტით დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჯექსონის დოკუმენტურ ფილმთან ერთად, A+E Networks-ზე TLC-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ნამუშევრისა და კეიშია კოულის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული მხატვრული ფილმის პრემიერაც იგეგმება. ფილმში თავად კოული მონაწილეობს.