ნახეთ: უილ სმითი 10 წლის ბასისტთან ერთად რეპავს

„ეს ფანტასტიკურია” – წერს სმითი პატარა ინსტრუმენტალისტზე.
უილ სმითი
Matt Winkelmeyer/GI

უილ სმითმა გუნდის ახალი წევრი იპოვა. მსახიობი და რეპერი ინსტაგრამზე ვიდეოს აზიარებს, სადაც 10 წლის ბასისტ ელენ ალავერდიანთან ერთად დუეტს ასრულებს. 

ვიდეოში გოგონა ბასგიტარაზე სმითის 1997 წლის სიმღერას Just the Two of Us უკრავს. უილ სმითი კი მის აკომპანემენტზე რეპავს. „ეს ფანტასტიკურია. ყველაზე საყვარელი ხარ!” – წერს მსახიობი.

„მადლობა, უილ,” – ასე გამოეხმაურა 10 წლის ელენი სმითს კომენტარებში. Შემდეგ კი  ვიდეო თავის გვერდზეც გააზიარა და დაწერა: „მადლობა ამ ჯადოქრობისთვის.”

ნახეთ უილ სმითისა და 10 წლის გოგონას დუეტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოსტინ ბატლერი ტეილორ სვიფტის სიმღერის ტექსტს მხატვრულად კითხულობს

შემდეგი სტატია

ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე საბოლოოდ მაინც იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი