ჯგუფმა Duran Duran უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტი გამართა

ფოტო: Jeff Spicer/Getty Images

ცნობილმა ბრიტანულმა ნიუ ვეივ ჯგუფმა Duran Duran ჰოლივუდში, ხმის ჩამწერი სტუდიის Capitol Records შენობის სახურავზე კონცერტი გამართა, თავად ნაგებობა ამ დროს უკრაინის დროშის ფერებში იყო განათებული. 

“მივმართავთ ჩვენს თაყვანისმცემლებს რუსეთში, მხარი დაუჭირონ მშვიდობას”, – განაცხადა ბენდის ბასისტმა, ჯონ ტეილორმა სცენაზე, რის შემდეგაც კოლექტივმა ჰიტი Ordinary World შეასრულა.

ღონისძიება 10-საათიანი ტელემარათონის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად თანხის შეგროვებას ისახავდა.

Duran Duran ინგლისის ქალაქ ბირმინგემში 1978 წელს შეიქმნა. სამ წელიწადში მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 15 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. ბენდმა მოღვაწეობის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, რამაც ის მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ჯგუფად აქცია. ორი გრემის მფლობელ Duran Duran-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: Charli XCX ახალ ალბომს Crash ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: როზალიამ SNL-ში Chicken Teriyaki და La Fama შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი
Izmir - ფოტო: ნინუცა კაკაბაძე, ლოკაცია -Loco Park • ლოკო პარკი

Izmir – მუსიკა, რომელიც სიჩუმესა და ხმაურს შორის შინაგან მონოლოგს ჰყვება

„Izmir არის დასავლური ჟანრის მუსიკა აღმოსავლური ელემენტებით, რაღაც მხრივ ის შეიძლება აღვიქვათ, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის შერწყმის გეოგრაფიული წერტილი.“
მეტი
The Cave - ფოტო: ნიკა ზუბაშვილი

The Cave  – ქართული ალტერნატიული სივრცის ახალი სახე და სინგლი Mrs Cherry, რომელიც 30 ნოემბერს გამოვა

“რაც შეეხება Mrs Cherry-ს, ამ სინგლამდე სარეპეტიციოში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მივედით."
მეტი