შოუნ მენდესმა კამილა კაბეიოსთან დაშორებას სიმღერა მიუძღვნა

ფოტო: John Shearer/Getty Images

ცნობილმა კანადელმა მომღერალმა, შოუნ მენდესმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ახალი კომპოზიციის When You’re Gone შესახებ ისაუბრა, რომელიც კუბელ მუსიკოს კამილა კაბეიოსთან მტკივნეულ დაშორებას მიუძღვნა. ისინი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ.

“ბევრი რამაა ტექსტში მნიშვნელოვანი. მაგალითად ის, რომ, როდესაც ვიღაცას შორდები, იმ მომენტში ეს სწორი ნაბიჯი გგონია. ვერ იაზრებ სირთულეებს, რაც ამ გადაწყვეტილებას მოსდევს. ვის უნდა დაურეკო, როდესაც პანიკური შეტევა გაქვს? ვის უნდა დაურეკო, როდესაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს? ეს იყო  რეალობა, რომელიც ელდასავით მეცა – “ახლა ჩემს თავს მე უნდა მივხედო-მეთქი”. გავიაზრე, რომ მარტო უნდა გავუმკლავდე ყველაფერს. მძულს ის, რომ ესაა ჩემი რეალობა”, – აღნიშნა 23 წლის არტისტმა.

მუსიკოსმა სიმღერიდან When You’re Gone მონაკვეთიც შეასრულა. ცნობილია, რომ კომპოზიცია 31 მარტს გავრცელდება.

“ჩემთვის რთულია შენი გაშვება, ამიტომ ვცდილობ, ხელი მაგრად ჩაგკიდო. არ მინდა ვიცოდე, რას ვიგრძნობ, როდესაც წახვალ”, – მღერის მენდესი.
View this post on Instagram

 

A post shared by Shawn Mendes (@shawnmendes)

შონ მენდესმა და კამილა კაბეიომ ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს. მედიაში მათ ურთიერთობაზე საუბარი საერთო ჰიტის Señorita გამოშვების შემდეგ დაიწყო. კომპოზიციამ არტისტებს გრემის ნომინაცია მოუტანა. მათ კიდევ ერთი კოლაბორაციული სიმღერა I Know What You Did Last Summer აქვთ ჩაწერილი. მუსიკოსები 2021 წლის ნოემბერში დაშორდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი: ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება

შემდეგი სტატია

ნახეთ: Young Thug და Gunna “ბილბორდის” ფოტოსესიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი