ჯენიფერ ლოპესი: ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება

ფოტო: Chris Pizzello/AP

ლოს ანჯელესში ყოველწლიური ღონისძიება iHeartRadio Awards ჩატარდა, რომელზეც პრესტიჟული ჯილდო Icon Award ამერიკელ პოპვარსკვლავს, ჯენიფერ ლოპესს გადაეცა. 52 წლის მომღერალი სცენაზე ზეთისხილისფერ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა, რომელმაც მაყურებელს მისი ცნობილი “ვერსაჩეს” კაბა გაახსენა 2000 წლის გრემის დაჯილდოებიდან. 

“ახლა გეტყოდით, რომ დაჯილდოებები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს ასე არაა. თუმცა, არ იფიქროთ, რომ არ მომწონს ეს მბზინავი და მბრწყინავი ფიგურები. მეგობრებო, მე ყველაფერს არა ამისთვის, არამედ თქვენთვის ვაკეთებ. იმიტომ, რომ დიდ სიყვარულს, დაფასებასა და სიკეთეს ვგრძნობ თქვენგან, ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ თქვენს ცხოვრებაში შემომიშვით, თუნდაც მცირედით. ეს ჯილდო თქვენი დამსახურებაა, თქვენ ამიხდინეთ ოცნებები. მადლობა, რომ ჩემში ეჭვი არ გეპარებოდათ მაშინ, როდესაც თავად არ მჯეროდა საკუთარი თავის. მადლობა, რომ მასწავლეთ, ვინ ვარ სინამდვილეში. შემიძლია, ყველაფერი უარყოფითი გადავლახო და ეს თქვენც შეგიძლიათ. მოდით, ერთ რამეს გეტყვით – მე ჯერ კიდევ ახლა ვიწყებ”, – მიმართა ჯეილომ ღონისძიებაზე დამსწრეებს, რომლებმაც ოვაციები არ დაიშურეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მისი შეყვარებული, მსახიობი ბენ აფლეკიც ესწრებოდა, რომელიც სხვებთან ერთად მუსიკოსის სამადლობელ სიტყვას ფეხზე წამოუდგა.

ჯეილომ დაჯილდოების ცერემონიაზე მაყურებლებს თავისი სიმღერებიდან Jenny From the Block, On My Way და Get Right ნაწყვეტებიც შეუსრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი ფანებს: ჩემი საუკეთესო მეგობრები თქვენ ხართ

შემდეგი სტატია

შოუნ მენდესმა კამილა კაბეიოსთან დაშორებას სიმღერა მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი