ნახეთ: Lorde სიმღერის Secrets from a Girl ვიდეორგოლს ავრცელებს

ცნობილმა ახალზელანდიელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით Lorde კომპოზიციაზე Secrets From a Girl (Who’s Seen It All) გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც სამი გმირი: ლორდი, ლორდი და ლორდი მონაწილეობენ. ვიზუალურ ნამუშევარში მაყურებელი იხილავს, თუ როგორ იცვლებოდა მომღერალი წლების განმავლობაში.

25 წლის არტისტმა კლიპი თავდაპირველად საკუთარ ვებგვერდზე დააანონსა. ის აქვეყნებდა სამი პერსონაჟის: ბავშვის, შეყვარებული ქალისა და მებაღის პოსტერებს, რაც თაყვანისმცემლებმა შემსრულებლის სამ ალბომს: Pure Heroine, Melodrama და Solar Power დაუკავშირეს.

როგორც ორი გრემის მფლობელმა ლორდმა აღნიშნა, Secrets From a Girl არის გზავნილი, რომელსაც მომავლიდან აწვდის წარსულ მეს და ამშვიდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

“ძალიან მომეწონა ამ კლიპზე მუშაობა. ბავშვი ვერცხლის სამკაულებით, იისფერი ტუჩსაცხითა და ხვეული თმით; შეყვარებული ქალი, რომელსაც ძვირფასი თვლები ამშვენებს და დილას ნაბახუსევი იღვიძებს; და მებაღე – ჩემი ყველაზე ბრძენი ვერსია, ნამდვილი მე, რომელიც ორივეს კეთილგანწყობილი, მომღიმარი უყურებს”, – განაცხადა მუსიკოსმა ვიდეორგოლზე საუბრისას.

ელა იელიჩ-ო’კონორმა, სასცენო სახელით Lorde, მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა. მუსიკოსმა გრემის ორი ჯილდო 2013 წელს, სწორედ Royals-ის დამსახურებით, წლის სიმღერისა და პოპის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ლორდის შემოქმედება სამ ალბომს ითვლის და ელექტროპოპს, დრიმპოპსა და ინდი-ელექტროს აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: სებასტიან იატრა და ჯონ ლეჯენდი სიმღერის Tacones Rojos რემიქსს ავრცელებენ

შემდეგი სტატია

მუსიკოსები, რომლებიც 2022 წლის გრემიზე პერფორმანსით წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი