მოუსმინეთ: Cardi B სამერ უოკერისა და SZA-ს ტრეკში No Love

ამერიკელი მომღერალი, სამერ უოკერი კომპოზიციის No Love ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს, რომელშიც არენბი შემსრულებელი SZA და ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B მონაწილეობენ.

“ღმერთო, ძალიან ვნერვიულობ, თან მიხარია. ჩემი ჟღერადობა არასდროს ყოფილა ისეთი, როგორიც ამ ტრეკშია, თუმცა, ძალიან მომწონს. იმედია, თქვენც მოგეწონებათ”, – წერს ქარდი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ნამუშევარზე საუბრისას.

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია გასული წლის ნოემბერში გავრცელდა და ბილბორდის ცხელ ასეულში მე-13 პოზიცია დაიკავა. სიმღერა სამერ უოკერის 18-ტრეკიან ალბომში Still Over It შედის.

სამერ უოკერი ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გაიცნო, როდესაც მიქსტეიპი Last Day of Summer გამოუშვა. 2019 წელს მისმა სადებიუტო ალბომმა Over It კრიტიკოსების მოწონება და პლატინის სტატუსი დაიმსახურა. ორ წელიწადში მომღერალმა კიდევ ერთი სტუდიური ნამუშევარი Still Over It გამოსცა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. ამასთან, ჩანაწერში შემავალი ყველა კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში ერთდროულად მოხვდა, რაც ქალ მუსიკოსებს შორის უოკერის გარდა აქამდე მხოლოდ ტეილორ სვიფტმა შეძლო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკოსები, რომლებიც 2022 წლის გრემიზე პერფორმანსით წარდგებიან

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

კანიე უესტს ყოფილმა თანამშრომლებმა დისკრიმინაციისა და შევიწროების ბრალდებით უჩივლეს

არასრულწლოვანი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ პორნოგრაფიულ მასალასთან შეხება უწევდათ.
მეტი