ნახეთ: ჯეი ბალვინმა და ედ შირანმა სიმღერები Sigue და Forever My Love გაავრცელეს

ფოტო: Jay Balvin/Instagram

ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, ჯეი ბალვინი და ინგლისელი პოპვარსკვლავი, ედ შირანი ორენოვან EP-ის ავრცელებენ, რომელშიც რეგეტონ კომპოზიცია Sigue და მელანქოლიური ბალადა Forever My Love არის წარმოდგენილი.

შირანმა სიმღერის ესპანურ ენაზე შესრულება თავდაპირველად კუბური წარმოშობის კამილა კაბეიოს ნამუშევარში Bam Bam სცადა და მისამღერში რამდენიმე სიტყვა წაიღიღინა, ამჯერად კი მან სიმღერები ძირითადად ესპანურად იმღერა.

ბალვინმა და შირანმა კოლაბორაციული ნამუშევარი კვირის დასაწყისში ინსტაგრამის საშუალებით დააანონსეს და თაყვანისმცემლებს მოუთხრეს, როგორ შეხვდნენ შემთხვევით ნიუ იორკის ერთ-ერთ სავარჯიშო დარბაზში.

“სისხამ დილით დარბაზში მარტო მე და ის ვიყავით. ხმის ტემბრი მეცნო, როდესაც მობილურზე დაურეკეს. მივედი და მივესალმე. ხანგრძლივი საუბარი საბოლოოდ ერთობლივი ლანჩითა და შუადღის ჩაით დასრულდა. შობას ნიუ იორკში შევხვდი, კონცერტები უნდა ჩამეტარებინა. ამიტომაც, მე და ჯეი ბალვინმა გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღე სტუდიაში გაგვეტარებინა. ბევრი ვიმუშავეთ, რის შედეგსაც მომავალში კიდევ მოგაწვდით. ახლა კი იხილეთ პირველი ორი სიმღერა Sigue და Forever My Love, რომლებიც ძალიან მომწონს. ჯეის სურდა, რომ მის სამყაროში შემეხედა, მე კი ის ჩემსაში შემოვიყვანე. ესპანურის სწავლა ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, ძალიან გავერთე”, – გაიხსენა შირანმა კომპოზიციების დაანონსებისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tekashi 6ix9ine-ისა და ნიკი მინაჟის კლიპმა FEFE იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: დეივ გროლმა მეტალ ალბომი Dream Widow გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი