ნახეთ: ბილი აილიშმა და ფინეასმა ოსკარი მოიგეს

ფოტო: Mike Coppola/Getty Images

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსებმა, ბილი აილიშმა და ფინეასმა ოსკარების 94-ე დაჯილდოებაზე ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის დაწერილი სიმღერით No Time to Die საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვეს. ისინი პირველი დედმამიშვილები არიან რობერტ და რიჩარდ შერმანების შემდეგ, რომლებმაც ამ კატეგორიაში კინოაკადემიის ჯილდო მიიღეს. ძმებმა ოსკარი 1964 წელს “მერი პოპინსისთვის” შექმნილი ნამუშევრით Chim Chim Cher-ee დაიმსახურეს.

No Time to Die ჯეიმს ბონდისთვის დაწერილი უკვე მესამე კომპოზიციაა, რომელსაც ოსკარი ერგო. პირველი ორი გამარჯვებული გახლდათ 2012 წლის ფილმიდან Skyfall ამავე სახელწოდების სიმღერა ბრიტანელი ადელის შესრულებით და სემ სმიტის Writing’s on the Wall 2015 წლის კინოსურათიდან Spectre.

20 წლის აილიში ამ ნომინაციაში გამარჯვებული რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია. 2008 წელს ჩეხ-ისლანდიელ მარკეტა ირგლოვას 20 წლის შესრულებამდე ოთხი დღე აშორებდა, როდესაც ოსკარი ფილმისთვის Once დაწერილი ჰიტისთვის Falling Slowly ერგო. თუმცა, ჯეიმს ბონდის შესახებ შექმნილი კინოსურათის გამოშვება კორონავირუსის პანდემიის გამო რომ არ გადაედოთ და გეგმისამებრ 2020 წელს გამოსულიყო, ბილი ოსკარს 2021 წლის თებერვალში, 19 წლისა და 2 თვის ასაკში მიიღებდა.

“დაუჯერებელია, შეიძლება, ვიყვირო”, – განაცხადა აილიშმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა გერმანელ კომპოზიტორ ჰანს ციმერს, რომელმაც სიმღერის საორკესტრო არანჟირებაზე იმუშავა, აგრეთვე, გიტარისტ ჯონი მარს, რომელმაც “კომპოზიცია ჯეიმს ბონდისთვის შესაფერის საუნდტრეკად აქცია”. ფინეასმა კი მადლობა მშობლებს გადაუხადა – “გვიყვარხართ, როგორც მშობლები და როგორც ადამიანები”.

აღსანიშნავია, რომ No Time to Die-ს 2021 წლის მარტში გრემი ვიზუალური მედიისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერისთვის ერგო. ამასთან, ოსკარებზე წლის საუნდტრეკის კატეგორიაში წარდგენილ სხვა ნამუშევრებთან შედარებით ტრეკმა ბილბორდის ცხელ ასეულში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ნომინაციაში გამარჯვებისთვის აგრეთვე იბრძოდნენ: ბიონსე ნოულსის Be Alive ფილმიდან King Richard, ლინ-მანუელ მირანდას Dos Oruguitas კინოსურათიდან Encanto, ვან მორისონის Down to Joy ფილმიდან Belfast და დიან უორენის Somehow You Do კინონამუშევრიდან Four Good Days.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ნიკი მინაჟმა ახალი კომპოზიცია We Go Up გაავრცელა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბიონსემ ოსკარების დაჯილდოებაზე Be Alive შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი