ჰარი სტაილზი ახალ სინგლს As It Was აანონსებს

ფოტო: Lloyd Wakefield

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, ჰარი სტაილზი თავისი მომავალი ალბომიდან Harry’s House პირველ სინგლს აანონსებს. როგორც არტისტმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, ნამუშევარი As It Was მუსიკალურ პლატფორმებზე 1 აპრილს გავრცელდება. 

სტაილზმა ახალი, 13-ტრეკიანი ალბომი 23 მარტს დააანონსა. მანამდე 28 წლის პოპვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ ჰარიმ სოციალურ ქსელებში ანგარიშები სახელწოდებით You Are Home გამოიწერა. მათ აგრეთვე აღმოაჩინეს ვებგვერდი YouAreHome.co, რომლის ერთადერთ გვერდზე გამოსახული კარის გახსნის შემდეგ ყოველდღიურად ახალი სურათის ნახვაა შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ სიმღერის As It Was შესახებ დეტალები არ გავრცელებულა, ფანები ფიქრობენ, რომ ტვიტერის გვერდი You Are Home კომპოზიციიდან ფრაზებს აქვეყნებს.

“ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვართ. იცი, ყველაფერი აღარაა ისე, როგორც იყო”.

მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა ბილი აილიშისა და ქალიდის ჰიტი Lovely შეასრულა

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: მერაია ქერი და ლატო კომპოზიციის Big Energy რემიქსს ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი