ნახეთ: კამილა კაბეიო და ედ შირანი სიმღერას Bam Bam ასრულებენ

ფოტო: Kevin Mazur/Getty Images

წარმოშობით კუბელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ და ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, ედ შირანმა ტელეკომპანია ITV-ს საქველმოქმედო კონცერტში Concert for Ukraine მიიღეს მონაწილეობა და მაყურებლის წინაშე ახალი ერთობლივი კომპოზიცია Bam Bam ცოცხლად პირველად შეასრულეს. ნამუშევარი ბილბორდის ცხელ ასეულში 23-ე ადგილზეა მოხვედრილი.

“დღეს ყველა ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისა და ხალხის უსაფრთხოდ ყოფნისთვის”, – აღნიშნა კამილამ, შემდეგ კი სცენაზე ედ შირანი მიიწვია: “პირველად რომ შევხვდი, პირდაპირი მნიშვნელობით ავტირდი. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ”.

კონცერტის გამართვამდე კამილამ ვიდეოპლატფორმა TikTok-ზე ორი ახალი კომპოზიციის ნაწყვეტები გააჟღერა. სიმღერები ალბომში Familia იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვებაც 8 აპრილსაა დაგეგმილი.

@camilacabello

Out on the album April 8. 🫀 presave link is in my bio

♬ original sound – Camila Cabello

ედ შირანი კი ამჟამად კვლავ თავისი 2021 წლის ალბომის “=” პრომოუშენს ეწევა, რომელშიც შედის ტეილორ სვიფტთან ერთად ჩაწერილი სიმღერის The Joker and The Queen რემიქსი და როკ ჯგუფ Bring Me the Horizon-თან თანამშრომლობით შექმნილი სინგლი Bad Habits.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც მიიღო. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული გამოდგა სინგლები Havana და Senorita, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდნენ. პირველმა მათგანმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო გახდა პირველი ესპანურენოვანი ქალი, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

ედ შირანმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო და მას შემდეგ ხუთი სტუდიური ალბომი გამოუშვა. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს კომპოზიციების Shape Of You და Thinking Out Loud დამსახურებით გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: მერაია ქერი და ლატო კომპოზიციის Big Energy რემიქსს ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ Foo Fighters-მა კონცერტები გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი