ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ Foo Fighters-მა კონცერტები გააუქმა

ფოტო: Marcelo Hernandez/GI

დრამერ ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ცნობილმა ამერიკულმა როკ ბენდმა Foo Fighters ტურნეს ფარგლებში დარჩენილი კონცერტები გააუქმა.

“Foo Fighters დიდი მწუხარებით ადასტურებს შოუების გაუქმების შესახებ ინფორმაციას ჩვენი ძმის, ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელი დაკარგვის გამო. ვიზიარებთ თქვენს იმედგაცრუებას, რომ ვერ შევხვდებით ერთმანეთს, როგორც დაგეგმილი იყო. ამის ნაცვლად, მოდით, ეს დრო გამოვიყენოთ გლოვისთვის, ტკივილის მოსაშუშებლად, საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნისთვის, დავაფასოთ მუსიკა და მოგონებები, რომლებიც ტეილორთან გვაკავშირებს”, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

50 წლის ჰოკინსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კოლექტივმა 25 მარტს გაავრცელა. Foo Fighters-ს კონცერტი იმავე საღამოს, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ფესტივალზე Estéreo Picnic უნდა გაემართა. 

ბოგოტას მერიის მიერ 26 მაისს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, წინა ღამით საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასტუმროში მყოფი პაციენტის შესახებ, რომელიც “მკერდის არეში ტკივილს” უჩიოდა. გაიგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, ადგილზე მისვლისას ექიმები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კერძო სამსახურის ჯგუფს შეხვდნენ. მედიკოსებმა ჰოკინსის გადარჩენა გულ-ფილტვის რეანიმაციით სცადეს, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს და მუსიკოსი გარდაცვლილად გამოცხადდა.

Foo Fighters დრამერი, ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

შაბათ საღამოს კოლუმბიის გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, არტისტის ორგანიზმში ათი სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბენზოდიაზეპინები და ოპიოიდები აღმოჩნდა. უწყების ცნობით, გამოკვლევა გრძელდება და საბოლოო განცხადება მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ Foo Fighters-ს გრემის გადაცემის ცერემონიაზეც უნდა დაეკრა, რომელიც 3 აპრილს გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია, შედგება თუ არა ეს გამოსვლა. 

ჰოკინსი Foo Fighters-ს 1997 წელს შეუერთდა. მის მიერ კოლექტივთან ერთად ჩაწერილი პირველი ალბომი მულტი-პლატინის სტატუსის მფლობელი ნამუშევარი The Color and the Shape იყო. შემდეგი 25 წელი ჰოკინსი Foo Fighters-ის დრამერი იყო, დროდადრო კი ჯგუფის ჩანაწერებში გიტარასა და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე უკრავდა. მისი ვოკალი ბენდის რამდენიმე კომპოზიციაში, ძირითადად ბი-საიდებსა და ქავერებში, ასევე, 2005 წლის ალბომში In Your Honor შესულ ჰიტში Cold Day in the Sun ისმის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კამილა კაბეიო და ედ შირანი სიმღერას Bam Bam ასრულებენ

შემდეგი სტატია

მადონა 070 Shake-თან ერთად ჰიტის Frozen რემიქსს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი