ნახეთ: კელი კლარკსონმა კეისი მასგრეივსის High Horse იმღერა

ფოტო: Chris Haston/NBC

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, სამი გრემის მფლობელმა კელი კლარკსონმა საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ქანთრი შემსრულებლის, კეისი მასგრეივსის 2018 წლის ალბომში Golden Hour შესული კომპოზიცია High Horse დააქავერა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კელი კეისის ჩანაწერს ასრულებს. მიმდინარე წლის თებერვალში მან დამსწრე აუდიტორიას სიმღერა Breadwinner შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს კელი კლარკსონმა Kellyoke-ში ბილი აილიშისა და ქალიდის ჰიტი Lovely და Black Eyed Peas-ის I Gotta Feeling იმღერა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა ბილი აილიშისა და ქალიდის ჰიტი Lovely შეასრულა

Golden Hour მასგრეივსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ნამუშევარმა 2019 წელს გრემის ჯილდო საუკეთესო ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა, Billboard 200-ში კი მას მეოთხე ადგილი ერგო. ჩანაწერმა ამ ჩარტში სულ 94 კვირა გაატარა. 

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა 070 Shake-თან ერთად ჰიტის Frozen რემიქსს აანონსებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: შოუნ მენდესი კლიპს When You’re Gone ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი