ნახეთ: შოუნ მენდესი კლიპს When You’re Gone ავრცელებს

ფოტო: Noam Galai/GI

ცნობილი კანადელი მომღერალი, შოუნ მენდესი, 2021 წლის დეკემბერში გამოშვებული სიმღერის It’ll Be Okay შემდეგ, პირველ კომპოზიციას When You’re Gone და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპზე რეჟისორმა ჯეი მარტინმა იმუშავა, რომელმაც წარსულში მენდესის სხვა მუსიკალური ვიდეოები: It’ll Be Okay, Mercy და Stitches გადაიღო.

ნახეთ: შოუნ მენდესი Billboard-ის ფოტოსესიაში

ახალი სიმღერის ავტორები თავად შოუნის გარდა ჯონა შაი და სკოტ ჰარისი არიან. კომპოზიციის ცოცხლად მოსმენის შესაძლებლობა არტისტის თაყვანისმცემლებს 27 ივნისიდან ტურნეს Wonder: The World Tour ფარგლებში გამართულ კონცერტებზე ექნებათ.

შოუნ მენდესმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერამ Treat You Better მოუტანა. მომღერლის დისკოგრაფიაში შემავალი ოთხივე ალბომი Billboard 200-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი. შედეგად ის ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი შემსრულებელია, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. მენდესი გრემიზე სამჯერ იყო ნომინირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა კეისი მასგრეივსის High Horse იმღერა

შემდეგი სტატია

ნახეთ: Machine Gun Kelly და blackbear კლიპს make up sex ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი