მოუსმინეთ: Pusha T და Jay-Z ტრეკს Neck and Wrist ავრცელებენ

ფოტო: Kevin Mazur/Getty Images

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტები Pusha T და Jay-Z ერთობლივ კომპოზიციას Neck and Wrist ავრცელებენ. ნამუშევრის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი ფარელ უილიამსია. ეს ფუშა თისა და ჯეი ზის რიგით მეორე კოლაბორაციული ჩანაწერია. მათ 2016 წელს ტრეკზე Drug Dealers Anonymous ითანამშრომლეს. აღსანიშნავია, რომ ფუშამ გასულ პარასკევს EP სახელწოდებით G.O.O.D. გამოუშვა, რომელშიც 2 Chainz, Big Sean, Kanye West, Chief Keef, Jadakiss და Ghostface Killah მონაწილეობენ.

მანამდე, 25 მარტს ფუშა თიმ ორმაგი EP ჩაუშვა გაყიდვაში. პირველ მათგანში Rap’s Villain მოწვეული არტისტები არ გვხვდებიან, მეორეში Rags to Riches კი მსმენელმა რიკ როსი, ლორინ ჰილი, კევინ კოსომი, Jeezy და Future იხილა. მარტშივე მუსიკოსმა იაპონელ Nigo-სთან ერთად ჩაწერილი ტრეკი Hear Me Clearly გამოუშვა.

ტერენს თორნტონმა, ფსევდონიმით Pusha T, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი Clipse, რომელიც 2000-იანებში საკმაოდ პოპულარული გახლდათ, მან უფროს ძმასთან ერთად ჩამოაყალიბა. პროექტის პირველი სტუდიური ნამუშევარი Lord Willin’ კომერციულად მომგებიანი გამოდგა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ჰიპ ჰოპ დუეტის ასეთი წარმატება ლეგენდარული მუსიკოსის, ფარელ უილიამსის დამსახურებაცაა, რომელთანაც “ქლიფსმა” არაერთხელ ითანამშრომლა. 

2009 წელს რეპერმა შემოქმედებითი პაუზა აიღო, რის შემდეგაც მას ქანიე ვესთმა სოლო კარიერის დაწყება გადააწყვეტინა. 2011 წელს ფუშამ EP სახელწოდებით Fear Of God II: Let Us Pray გაავრცელა. თუმცა, მისი მთავარი წარმატება სადებიუტო ალბომს My Name Is My Name უკავშირდება. 2018 წელს ტერენსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო ალბომი Daytona ჩაუშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ქანიე ვესთი გახლავთ. სტუდიურმა ნამუშევარმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკკარტნის ბავშვობის სახლში ახალბედა არტისტები სიმღერებს ჩაწერენ

შემდეგი სტატია

Forbes-ის მილიარდერთა სიაში რიანა, ჯეი ზი და ქანიე ვესთი მოხვდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი