სელენaა გომესი: 4 წელზე მეტია, ინტერნეტით არ მისარგებლია

ფოტო: Kurt Krieger/Corbis/GI

მომღერალი და მსახიობი, სელენა გომესი, რომელსაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე 310 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ინტერნეტით 4 წელზე მეტია, აღარ სარგებლობს. ამის შესახებ 29 წლის არტისტმა გადაცემაში Good Morning America ისაუბრა, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ვებგვერდის Wondermind გაშვებასთან დაკავშირებით სტუმრობდა.

“ინტერნეტში 4 წელი და 6 თვეა, არ შევსულვარ, რამაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა”, – აღნიშნა სელენამ. მომღერლის თქმით, ანგარიშებს მისი მეთვალყურეობით სხვები მართავენ. “უფრო ბედნიერი ვარ, მეტ ხალხთან ვახერხებ კომუნიკაციას. ეს ნაბიჯი თავს ნორმალურად მაგრძნობინებს”, – დაამატა მუსიკოსმა.

გომესს საკუთარ ბიპოლარულ აშლილობასა და შფოთთან დაკავშირებით საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია, რაც, მისი თქმით, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნამ გაამწვავა. 

“არ მჯერა, რომ ამ მენტალურ მდგომარეობას მივაღწიე საჭირო ნაბიჯების გადადგმით და ცხოვრების სტილის შეცვლით. იმიტომ, რომ არ იყო ის ნორმალური”, – განაცხადა გომესმა. 

მუსიკოსს ივლისში 30 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით სელენამ აღნიშნა: “აღფრთოვანებული ვარ ცხოვრების ახალ ეტაპზე შებიჯებით – მარტო, დამოუკიდებლად, ძლიერად და თავდაჯერებით”.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში მას სამი ალბომი Stars Dance, Revival და Rare აქვს გამოშვებული. თითოეული მათგანი Billboard 200-ის ჩარტში პირველ პოზიციაზე გავიდა. არტისტს ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. აღსანიშნავია, რომ 2008-12 წლებში სელენა აგრეთვე ბენდში Selena Gomez & the Scene მღეროდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd-ის ჰიტებმა Blinding Lights და Starboy ბრილიანტის სტატუსი დაიმსახურეს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Backstreet Boys-ის სიმღერა შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი