ნახეთ: კელი კლარკსონმა Backstreet Boys-ის სიმღერა შეასრულა

ფოტო: Weiss Eubanks/NBCUniversal

ამერიკელმა პოპ მომღერალმა, სამი გრემის მფლობელმა კელი კლარკსონმა საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ცნობილი ჯგუფის, Backstreet Boys-ის 1999 წლის სიმღერა Show Me The Meaning Of Being Lonely შეასრულა. მას სცენაზე ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდი Y’all ახლდა.

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს Dancing in the Street ასრულებს

აღსანიშნავია, რომ თავად გადაცემას Backstreet Boys-ის ხუთივე წევრი: ეიჯი მაკკლინი, ნიკ კარტერი, ჰოუ დორო, ბრაიან ლიტრელი და კევინ რიჩარდსონი სტუმრობდნენ. მათ კლარკსონთან თავიანთი მსოფლიო ტურნეს DNA World Tour შესახებ ისაუბრეს.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენaა გომესი: 4 წელზე მეტია, ინტერნეტით არ მისარგებლია

შემდეგი სტატია

The Chainsmokers ახალ ალბომს მაისში გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი