The Chainsmokers ახალ ალბომს მაისში გამოუშვებს

ფოტო: The Chainsmokers

ცნობილი ამერიკული ელექტრონული პროექტი The Chainsmokers ახალ ალბომს So Far So Good 13 მაისს გამოუშვებს. EDM დუეტმა, რომლის წევრებიც ალექს პალი და ენდრიუ ტაგარტი არიან, ნამუშევრის ტრეკლისტი, გარეკანი და ტრეილერი გაავრცელა. 2-წუთიანი ვიდეო სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობის პროცესს ასახავს.

ალბომის ტრეკლისტი:

  1. Riptide
  2. High
  3. iPad
  4. Maradona
  5. Solo Mission
  6. Something Different
  7. I Love U
  8. If You’re Serious
  9. Channel 1
  10. Testing
  11. In Too Deep
  12. I Hope You Change Your Mind
  13. Cyanide

“ჩეინსმოუქერსმა” დღეისთვის ბოლო ალბომი World War Joy 2019 წელს გამოაქვეყნა. ნამუშევარმა ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერების ჩარტში 86 კვირა გაატარა, მათ შორის 11 კვირა ის პირველ ადგილზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ ბენდმა შემოქმედებითი პაუზა აიღო.

“2019 წლის ბოლოს თავი ცოტა დაკარგულად ვიგრძენით. მესამე ალბომი ახალი გამოშვებული გვქონდა, რიგით მეორე ამერიკული ტურნე კი დასრულებული. მადლიერები ვიყავით, მაგრამ გამოვიფიტეთ. გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო დავფიქრებულიყავით და ხელახლა აღმოგვეჩინა ის, რაც აღგვაფრთოვანებდა ჩვენს პროექტში. რამდენიმე მეგობართან ერთად გავემგზავრეთ ჰავაიზე და მივეცით თავს უფლება, თუ სურვილი არ გვექნებოდა, არაფერი გვეკეთებინა. ასეც ვიქცეოდით პირველი ოთხი დღე. გვიან ვიღვიძებდით, შუადღეს სერფინგით ვერთობოდით, ღვინოს ვსვამდით, სოკოებს ვჭამდით, საათობით ვსაუბრობდით, საყვარელ მუსიკას ვუსმენდით და ბევრს ვიცინოდით. მეოთხე დღეს კი კომპოზიცია შევქმენით იმაზე დაყრდნობით, თუ რას ვგრძნობდით ეს დღეები. მას მალე მოისმენთ. ამ ტრეკმა ჩვენი ვოიაჟის ტრაექტორია შეცვალა. ამის შემდეგ მხოლოდ მუსიკაზე მუშაობა გვინდოდა. ასე კარიერის დასაწყისშიც არ გვიგრძვნია თავი. სახლში ისეთი მასალით დავბრუნდით, რაც ჩვენი ალბომის ხერხემალი აღმოჩნდა. ორი წლის განმავლობაში კომპოზიციებს ვამუშავებდით, რათა მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი მიგვეღო, რადგან ვიცოდით, გველოდებოდით. ახლა ნამუშევარი უკვე დასრულებულია. მადლობა იმისთვის, რომ მოგვეცით დრო, ხელახლა აღმოგვეჩინა საკუთარი თავი და ჩვენი მუსიკა”, – დაწერეს კოლექტივის წევრებმა მიმდინარე წლის იანვარში ინსტაგრამზე.

ენდრიუ ტაგარტმა და ალექს პოლმა დუეტი The Chainsmokers 2012 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Don’t Let Me Down მოუტანა, რომელსაც 2017 წელს “საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის” კატეგორიაში გრემი გადაეცა. დუეტის სადებიუტო ალბომი Memories…Do Not Open გამოსვლისთანავე Billboard 200-ის სათავეში მოექცა. კოლექტივს დღემდე სამი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა Backstreet Boys-ის სიმღერა შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ: მუსიკოსები, რომლებმაც გრემიზე BTS-ის წევრებთან ფოტოები გადაიღეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი