ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ Kids’ Choice Awards-ზე პერფორმანსით წარდგა

ფოტო: Rich Fury/Getty Images for Nickelodeon

კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში ტელეკომპანია Nickelodeon-ის ყოველწლიური დაჯილდოება Kids’ Choice ჩატარდა, რომელსაც ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეკ ჰარლოუ დაესწრო. ის ბავშვების წინაშე სცენაზე პერფორმანსით წარდგა და კომპოზიციები: Nail Tech, Industry Baby და First Class შეასრულა. 

მოუსმინეთ: ჯეკ ჰარლოუმ ახალი სინგლი First Class გამოუშვა

“ის, რაც სიკვდილამდე უნდა გააკეთო”, – დაწერა რეპერმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ჰარლოუ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელებული იყო ნომინაციაში ბავშვების რჩეული პოპულარული არტისტი Glass Animals-თან, ქლოისთან, უოკერ ჰეიესთან, სოუითისთან და ოლივია როდრიგოსთან ერთად. გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად.

ჯეკმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, ფართო საზოგადოების ყურადღება მან 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსი ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა. 2020 წლის დეკემბერში რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი That’s What They All Say ჩაუშვა, რომელიც Billboard 200-ში მეორე პოზიციაზე გავიდა. ასევე, აღსანიშნავია 2021 წელს ლილ ნას იქსთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა Industry Baby, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კამილა კაბეიომ SNL-ში Psychofreak და Bam Bam იმღერა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მეორედ დაინიშნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი