Lizzo ახალ კომპოზიციას About Damn Time აანონსებს

ფოტო: Theo Wargo/Getty Images

ამერიკელი მუსიკოსი მელისა ჯეფერსონი, ფსევდონიმით Lizzo, ახალ კომპოზიციას About Damn Time აანონსებს. ეს პირველი ნამუშევარი იქნება 2021 წლის აგვისტოში რეპერ ქარდი ბისთან ერთად გამოშვებული ტრეკის Rumors შემდეგ.

“ზაფხულის ჰიტი 14 აპრილს გავრცელდება. ეს მხოლოდ დროის საკითხია”, – წერს მუსიკოსი ინსტაგრამზე და ვიდეოსთან ერთად ახალი სიმღერის ნაწყვეტს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ლიზომ ახლახან ბრენდი Yitty შექმნა, რომელიც სხეულის სილუეტის გამომკვეთ ქალის თეთრეულს აწარმოებს. “აბსოლუტურად ყველა ზომის სხეულისთვის”, – წერდა მომღერალი ინსტაგრამზე.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ორი EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. შემსრულებლის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Cuz I Love You ჩარტ Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების: The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯონ ლენონის ჰიტი Imagine მისმა შვილმა, ჯულიანმა პირველად შეასრულა

შემდეგი სტატია

Post Malone-ის ახალი ალბომი, სავარაუდოდ, მაისში გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი