Gangnam Style-ის ავტორი Psy აპრილის ბოლოს ახალი ალბომით დაბრუნდება

ფოტო: Frazer Harrison/GIi

სამხრეთკორეელი შემსრულებელი Psy, რომელიც მსოფლიომ 2012 წელს ჰიტით Gangnam Style გაიცნო, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 29 აპრილს ახალი, რიგით მეცხრე ალბომით “Psy 9th” დაბრუნდება.

44 წლის კეიპოპ მუსიკოსმა ახალი ნამუშევარი ინსტაგრამზე დააანონსა და იმედი გამოთქვა, რომ მისი 2022 წლის სიმღერებიც მსგავს წარმატებას მიაღწევს.

“ვიცი, რომ ჩემი მომავალი ჰიტის მიმართ დიდი მოლოდინია. რომ არ დაგიმალოთ, 2002 წელს შევქმენი სიმღერა Champion და ზუსტად 10 წელი დამჭირდა, დამეწერა მასზე წარმატებული Gangnam Style. იმედი მაქვს, რომ 2022 წელს სწორედ ამ უკანასკნელის მსგავს კომპოზიციას მოისმენთ”, – მიმართავს ფსაი აუდიტორიას ერთ-ერთ კონცერტზე.

კეიპოპ შემსრულებლის ბოლო სტუდიური ალბომი “4X2=8” 2017 წელს ლეიბლზე YG Entertainment გამოიცა. მოგვიანებით მან თავისი ხმისჩამწერი სტუდია P Nation შექმნა, რომელშიც სხვადასხვა არტისტი, მათ შორის კორეელ-ამერიკელი რეპერი Jessi, მომღერალი HyunA და სხვები გააწევრიანა.

პაკ ჩესანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მან მსოფლიო პოპულარობას ჰიტით Gangnam Style მიაღწია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე პოზიცია დაიკავა. ამასთან, მასზე გადაღებული კლიპი პირველი ვიდეო გახდა იუთუბზე, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა. წარმატება ხვდა წილად მუსიკოსის კიდევ ერთ სინგლს Gentleman, რომელიც Billboard Hot 100-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. შემსრულებელს დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anitta სამენოვან ალბომს Versions of Me ავრცელებს

შემდეგი სტატია

ფიბი ბრიჯერსის ახალი სიმღერა სერიალში Conversations With Friends გაჟღერდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი