ნახეთ: ქარდი ბი ანიმაციურ სერიალში Baby Shark’s Big Show

ფოტო: Nickelodeon

ცნობილი ნიუ იორკელი რეპერი Cardi B საბავშვო ტელეარხ Nickelodeon-ის ანიმაციური სერიალის Baby Shark’s Big Show! მომავალი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ. ნაწყვეტი, რომელშიც მუსიკოსის პერსონაჟი Sharki B ბეიბი შარკსა და მის მეგობარ უილიამს საცეკვაო მოძრაობას სახელწოდებით The Seaweed Sway ასწავლის, გამოცემა “ბილბორდისთვის” ექსკლუზიურად გახდა ხელმისაწვდომი.

ქარდი ბიმ ალბომით Invasion of Privacy კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

“ყველა თევზს უნდა შეეძლოს ამის ცეკვა. გააკეთე ისე, როგორც შენ გინდა, ან იმოძრავე შარკი ბის მსგავსად”, – რეპავს ქარდი.
პრესრელიზის თანახმად, შარკი ბი “შვიდ ზღვაში ყველაზე თვალისმომჭრელი და მხიარული თევზია, ამასთან, 100%-ით გულწრფელია და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს”.

სატელევიზიო შოუ Baby Shark’s Big Show! ცნობილ საბავშვო სიმღერას Baby Shark ეფუძნება. სერიალის პრემიერა 2020 წლის დეკემბერში შედგა. აღსანიშნავია, რომ ბეიბი შარკის ფილმზეც მუშაობენ, რომელიც კინოგაქირავებაში 2023 წელს ჩაეშვება.

ნიუ იორკელმა ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ჰიტი Bodack Yellow გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის წამყვან პოზიციაზე გავიდა. სინგლი ბრილიანტის სტატუსის მფლობელიც გახდა, რამაც ქარდი ამ მიღწევის მქონე პირველ ქალ რეპერად აქცია. 2019 წელს მუსიკოსის სამმაგი პლატინის მფლობელმა სადებიუტო ჩანაწერმა Invasion Of Privacy გრემის დაჯილდოებაზე “წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის” კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალმა სოლო არტისტმა აღნიშნული ნომინაცია მოიგო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kelly Clarkson

ნახეთ: კელი კლარკსონმა Leave Before You Love Me შეასრულა

შემდეგი სტატია

ნახეთ: ტრევის ბარკერმა ტეილორ ჰოკინსის ხსოვნის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი