ნახეთ: ტრევის ბარკერმა ტეილორ ჰოკინსის ხსოვნის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

ფოტო: Christopher Patey/Billboard

როკ მუსიკოსმა და დრამერმა, ტრევის ბარკერმა თავისი კოლეგის, Foo Fighters-ის ახლახან გარდაცვლილი დრამერის, ტეილორ ჰოკინსის პატივისცემის ნიშნად სვირინგი გაიკეთა. ის თავის საცოლე კორტნი კარდაშიანთან ერთად ცნობილ ამერიკელ ტატუ არტისტს, მარკ მაჰონის ესტუმრა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები შემსრულებელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ნახეთ: ტრევის ბარკერი Billboard-ის ფოტოსესიაში

ტრევისმა ფეხზე გაშლილი ფრთები დაიხატა. აღსანიშნავია, რომ ჰოკინსის გვარში Hawk მტაცებელ ფრინველს აღნიშნავს.

“Hawk სამუდამოდ”, – დაასათაურა ბარკერმა პოსტი.

Foo Fighters-მა ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ 2022 წელს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. 50 წლის დრამერის კოლუმბიაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია კოლექტივმა 25 მარტს გაავრცელა. ჯგუფს კონცერტი იმავე საღამოს დედაქალაქ ბოგოტაში ფესტივალზე Estéreo Picnic უნდა გაემართა. 

“სიტყვები არ მყოფნის. ვწუხვარ, რომ ამას ვწერ და ვეღარასდროს გნახავ. არასდროს დავივიწყებ ლაგუნა ბიჩში გატარებულ დღეებს. მაშინ მე პანკ როკ ჯგუფში ვუკრავდი, შენ კი ალანის მორისეტის ბენდში. მოდიოდი, მიყურებდი და მეუბნებოდი, “ბავშვო, ნამდვილი ვარსკვლავი ხარო”. გიჟად გთვლიდი, მაგრამ ვერ წარმოიდგენ, რამხელა თავდაჯერებასა და იმედს მაძლევდი. წლების შემდეგ Blink 182-სა და Foo Fighters-ს ერთად გვქონდა ტურნე ავსტრალიაში. მახსენდება, როგორ ვეწეოდით სიგარეტს თვითმფრინავის საპირფარეშოში, როგორ ვუყურებდი შენს გამოსვლას ყოველ საღამოს. იმის თქმა, რომ მომენატრები, საკმარისი არ არის. ჩვენ კვლავ ვისაუბრებთ დრამზე და ისევ მოვწევთ სიგარეტს ტუალეტში. შეხვედრამდე, მშვიდად განისვენე”, – ასე გამოეხმაურა ტრევისი მაშინ ტეილორის გარდაცვალებას.
ტრევის ბარკერმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფში Blink 182 მოღვაწეობით გახდა. დრამერი ხშირად თანამშრომლობს ჰიპ ჰოპ არტისტებთან. არის რეპ როკ ჯგუფის Transplants წევრი. დაარსებული აქვს როკ კოლექტივები: +44 და Box Car Racer. შედის ასევე პროექტების Antemasque და Goldfinger შემადგენლობაში.
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ქარდი ბი ანიმაციურ სერიალში Baby Shark’s Big Show

შემდეგი სტატია

ბილი აილიში და ფინეასი “სიმფსონების” ახალ ეპიზოდში მონაწილეობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Radiohead-ის გიტარისტი ჯონი გრინვუდი ისრაელში გამართული კონცერტით გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა

სოციალურ ქსელში მუსიკოსი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან და ებრაელმა არტისტმა დუდუ ტასამ თელ-ავივში კონცერტი გამართეს.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი