როკ მუსიკოსმა და დრამერმა, ტრევის ბარკერმა თავისი კოლეგის, Foo Fighters-ის ახლახან გარდაცვლილი დრამერის, ტეილორ ჰოკინსის პატივისცემის ნიშნად სვირინგი გაიკეთა. ის თავის საცოლე კორტნი კარდაშიანთან ერთად ცნობილ ამერიკელ ტატუ არტისტს, მარკ მაჰონის ესტუმრა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები შემსრულებელმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
• ნახეთ: ტრევის ბარკერი Billboard-ის ფოტოსესიაში
ტრევისმა ფეხზე გაშლილი ფრთები დაიხატა. აღსანიშნავია, რომ ჰოკინსის გვარში Hawk მტაცებელ ფრინველს აღნიშნავს.
Foo Fighters-მა ტეილორ ჰოკინსის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ 2022 წელს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. 50 წლის დრამერის კოლუმბიაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია კოლექტივმა 25 მარტს გაავრცელა. ჯგუფს კონცერტი იმავე საღამოს დედაქალაქ ბოგოტაში ფესტივალზე Estéreo Picnic უნდა გაემართა.