ნახეთ: Lizzo-ს ახალი ვიდეორგოლი About Damn Time

ფოტო: Kristin Callahan/Shutterstock

ამერიკელმა პოპ შემსრულებელმა, ლიზომ ლეიბლ Atlantic Records-თან თანამშრომლობით ახალი კომპოზიცია About Damn Time და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სიმღერა მის მომავალ ალბომში Special იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 15 ივლისს ჩაეშვება. არტისტმა სტუდიური ნამუშევარი რამდენიმე საათის წინ ინსტაგრამზე დააანონსა.

“ჩართე მუსიკა, მოდი, ვიხალისოთ. ვიცი, რომ კარგად ვიქნები. ეს, უბრალოდ, დროის საკითხია”, – მღერის გრემის მფლობელი ლიზო ტრეკის მისამღერში.

ბოლო ალბომი Cuz I Love You არტისტმა 2019 წელს გამოშვა. ნამუშევარი Billboard 200-ში მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 127 კვირა გაატარა.

აღსანიშნავია, რომ ლიზომ ახლახან ბრენდი Yitty შექმნა, რომელიც სხეულის სილუეტის გამომკვეთ ქალის თეთრეულს აწარმოებს. “აბსოლუტურად ყველა ზომის სხეულისთვის”, – წერდა მომღერალი ინსტაგრამზე.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ორი EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. შემსრულებლის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Cuz I Love You ჩარტ Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების: The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Kay Flock-ის ტრეკში Shake It ქარდი ბი მონაწილეობს

შემდეგი სტატია

ნახეთ: SEVENTEEN პირველ ინგლისურენოვან სიმღერას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი