ნახეთ: SEVENTEEN პირველ ინგლისურენოვან სიმღერას ავრცელებს

ფოტო: Pledis Entertainment

სამხრეთკორეული ბოიბენდი SEVENTEEN ვიდეორგოლთან ერთად პირველ ინგლისურენოვან კომპოზიციას Darl+ing ავრცელებს. მუსიკოსებმა ნამუშევარი თავიანთი გლობალური ფანდომის, სახელად CARAT-ის მიმართ მადლიერების ნიშნად გამოუშვეს.

“ყოველთვის გვსურდა, მადლობა გადაგვეხადა ჩვენი სიმღერების სიყვარულისთვის იმის მიუხედავად, რომ მათ არ ესმით კორეული ენა. ეს იქნება საჩუქარი გლობალური ფანდომისთვის, რადგან გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ ამ სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერის გამო”, – განუცხადა ჯგუფმა გამოცემა Billboard-ს.

Darl+ing პირველი ნამუშევარია კოლექტივის ახალი, რიგით მეოთხე ალბომიდან, რომელიც, ბენდის ლეიბლის Pledis Entertainment ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ჩაეშვება გაყიდვაში. ჩანაწერის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ბოლო EP სახელწოდებით Attacca არტისტებმა 2021 წელს გამოუშვეს. მან ბილბორდის ჩარტში US World Albums პირველი ადგილი დაიკავა.

ბოიბენდმა SEVENTEEN, რომელშიც 13 წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ორ წელიწადში ბიჭებმა სადებიუტო EP სახელწოდებით 17 Carat გამოუშვეს. კოლექტივი სამ ნაწილადაა დაყოფილი: ჰიპ ჰოპ შემსრულებლებად, მომღერლებად და მოცეკვავეებად. ჯგუფს დღემდე სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: Lizzo-ს ახალი ვიდეორგოლი About Damn Time

შემდეგი სტატია

ნახეთ: G-Eazy-მ გარდაცვლილ დედას სიმღერა Angel მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი