ნახეთ: G-Eazy-მ გარდაცვლილ დედას სიმღერა Angel მიუძღვნა

ფოტო: Valerie Macon/AFP/Getty Images

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, 15 აპრილს, გარდაცვლილი დედის, სიუზან ოლმსტედის დაბადების დღეზე კომპოზიცია Angel გაავრცელა. მუსიკოსმა სიმღერაზე ვიდეორგოლიც შექმნა, რომელიც მშობელთან ერთად გადაღებულ კადრებს მოიცავს.

“დარდთან ერთად ცხოვრება მარტივი არ არის. ეს არაა სწორხაზოვანი პროცესი, ტალღისებურად ვითარდება. არასდროს მექნება საკმარისი სიტყვები, აღვწერო ის განცდა, რაც საუკეთესო მეგობრის დაკარგვას ან მისი კიდევ ერთხელ ნახვის დაუოკებელ სურვილს მოჰყვება. ვეცადე, ეს შეგრძნება ამ სიმღერის ტექსტში გადმომეცა. Angel არაა, უბრალოდ, ხსოვნისადმი პატივის მისაგები კომპოზიცია. დედაჩემი იმაზე მეტი იყო, ვიდრე დედა, ის ყველას მშობელი, მასწავლებელი და ინსპირაციის წყარო გახლდათ. მას ბედნიერს ხალხის სიყვარული და თავისი შემოქმედების სამყაროსთვის გაზიარება ხდიდა. მისი ენერგია იცოცხლებს როგორც ჩემში, ასევე ყველა ადამიანში, ვისთანაც კი შეხება ჰქონია”, – აღნიშნა ჯი-იზიმ ნამუშევრის გამოშვებამდე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

“დაბადების დღეს გილოცავ, დედა”, – დაწერა შემსრულებელმა ტვიტერზე.

ჯი-იზიმ დედის გარდაცვალების შემდეგ სახელოვნებო სფეროს სტუდენტებისთვის 15 000-დოლარიანი სტიპენდია Dandelion Scholarship დააწესა. შერჩეული კანდიდატურა ყოველი წლის 15 აპრილს დასახელდება.

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It’s Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი Billboard 200-ის ჩარტში მესამე პოზიციაზე გავიდა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. 2020 წელს კალიფორნიელმა მუსიკოსმა ექსპერიმენტს მიმართა და პოპ როკით შთაგონებული ალბომი Everything’s Strange Here გამოუშვა, რომელმაც თაყვანისმცემლების მოწონება ვერ დაიმსახურა. ბოლო, 2021 წლის ჰიპ ჰოპ სტუდიური ჩანაწერი These Things Happen Too ჩარტში Billboard 200 მე-19 ადგილზე მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: SEVENTEEN პირველ ინგლისურენოვან სიმღერას ავრცელებს

შემდეგი სტატია

BTS ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი