BTS ახალ ალბომს აანონსებს

ფოტო: Big Hit Music

ცნობილმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ლას ვეგასში კონცერტების სერია Permission to Dance On Stage – Las Vegas გამართა და ბოლო შოუს დასასრულს, შავ-თეთრი თიზერის საშუალებით, ახალი ალბომიც დააანონსა. ვიდეოში ჯგუფის წევრები: ჯინი, შუგა, ჯეი-ჰოუპი, არემი, ჯიმინი, ვი და ჯონგუქი ჩნდებიან, შემდეგ კი სიტყვები We Are Bulletproof იწერება.

მუსიკოსები, რომლებმაც გრემიზე BTS-ის წევრებთან ფოტოები გადაიღეს

“გამარჯობა. ეს Big Hit Music-ია. “ბითიესი” ახალი ალბომით 2022 წლის 10 ივნისს დაბრუნდება. სტუდიური ჩანაწერის შესახებ დეტალებს ახლო მომავალში გავავრცელებთ. ველით თქვენგან სიყვარულსა და მხარდაჭერას. მადლობა”, – ეწერა კოლექტივის ლეიბლის პოსტში, რომელიც პლატფორმა Weverse-ზე მოგვიანებით გამოქვეყნდა.

ეს პირველი ალბომი იქნება 2020 წლის სტუდიური ჩანაწერის Be შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. მასში შემავალი ორი ჰიტი: Dynamite და Life Goes On კი ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: G-Eazy-მ გარდაცვლილ დედას სიმღერა Angel მიუძღვნა

შემდეგი სტატია

ნახეთ: Megan Thee Stallion “კოაჩელაზე” ახალ კომპოზიციას ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი