ნახეთ: ბილი აილიში და ფინიასი Billboard-ის ფოტოსესიაში

ფოტო: Matt Salacuse

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსები, ბილი აილიში და ფინიასი ჟურნალ “ბილბორდის” მომავალი ნომრის სტუმრები არიან. გამოცემის ფურცლებზე მათი ერთობლივი ფოტოები დაიბეჭდება. და-ძმასთან ერთად კადრებში არტისტების მენეჯერები, დენი რუკასინი და ბრენდონ გუდმანი არიან აღბეჭდილი. სურათებზე ფოტოგრაფმა მეთ სალაკიუზმა იმუშავა. 

• ბილი აილიში და ფინეასი “სიმფსონების” ახალ ეპიზოდში მონაწილეობენ

ბილი აილიში და ფინიას ო’კონელი დღესდღეობით მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული და-ძმა არიან. 2020 წლის დასაწყისში არტისტებმა საძინებელ ოთახში ჩაწერილი ალბომით When We All Fall Asleep, Where Do We Go? ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან 5-5 გრემის ჯილდო დაიმსახურეს. მოგვიანებით მათ ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმისთვის დაწერილი კომპოზიცია No Time To Die გაავრცელეს, რომელმაც ოსკარი, ოქროს გლობუსი და გრემი მიიღო. ფინიასი საკუთარ მუსიკასაც წერს, აგრეთვე, თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯასტინ ბიბერი, კამილა კაბეიო და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა 1981 წლის ჰიტი Get Down On It იმღერა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი ლაივ ალბომის Attention: Miley Live დელუქს ვერსიას გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ