მაილი საირუსი ლაივ ალბომის Attention: Miley Live დელუქს ვერსიას გამოუშვებს

ფოტო: Mauricio Santana/GI

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ლაივ ალბომის Attention: Miley Live დელუქს ვერსიას გამოუშვებს. მასში ექვსი ახალი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი: WTF Do I Know, Boys Don’t Cry ანიტას მონაწილეობით, You, Nothing Breaks Like a Heart, Angels Like You და 2008 წლის სინგლი Fly on the Wall.

ნამუშევრის თავდაპირველი ვერსია მომღერალმა 1 აპრილს გაავრცელა. მასში შესულ ჩანაწერებს შორისაა: Party in the U.S.A., See You Again, We Can’t Stop-ისა და ჯგუფის Pixies სიმღერის Where Is My Mind? მიქსი, Midnight Sky, ასევე, Blondie-ს ტრეკის Heart of Glass ქავერი და Dooo It! მეხუთე სტუდიური ალბომიდან Miley Cyrus & Her Dead Petz. ეს კომპოზიციები მაილის კონცერტზეა ჩაწერილი, რომელიც Bud Light Super Bowl Music Fest-ის ფარგლებში ჩატარდა. რაც შეეხება დელუქს გამოცემისთვის დამატებული ნამუშევრების ლაივ ვერსიებს, ისინი Lollapalooza Brazil-ის სცენაზე გამოსვლიდანაა ამოღებული.

მაილი საირუსმა სახელი ბავშვობაში დისნეის სერიალ “ჰანა მონტანაში” მონაწილეობით გაითქვა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში სამსახიობო კარიერას მუსიკალური მოღვაწეობა არჩია. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ხუთი Billboard 200-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მაილი ერთადერთი ქალი მომღერალია, რომელმაც 21-ე საუკუნეში მსგავს წარმატებას მიაღწია. შემსრულებელი ძირითადად პოპ მუსიკას ქმნის, თუმცა ბოლო პერიოდში როკ კომპოზიციებსაც ხშირად ასრულებს. კარიერის განმავლობაში არტისტს 23 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბილი აილიში და ფინიასი Billboard-ის ფოტოსესიაში

შემდეგი სტატია

ჰოლზი: ქრონიკული დაავადების გამო საავადმყოფოში მომიწია დაწოლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი