მადონა ყიდის სახლს, რომელიც The Weeknd-ისგან გასულ წელს შეიძინა

ფოტო: Nicholas Hunt/GI for Billboard Magazine

პოპვარსკვლავი მადონა კალიფორნიაში, ჰიდენ ჰილსზე მდებარე 9-საძინებლიან ფეშენებელურ სახლს ყიდის, რომელიც 2021 წელს კანადელი მუსიკოსისგან, უიქენდისგან 19,3 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, 63 წლის მომღერალს პრესტიჟულ უბანში აშენებული საცხოვრებლის გაყიდვა $25,995 მილიონად სურს.

კერძო დაცვის მქონე 1,2 ჰექტარის ტერიტორიაზე განთავსებულია თავლა, სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი, საცეკვაო სტუდია, აუზი და სტუმრებისთვის განკუთვნილი ორსაძინებლიანი ნაგებობა. სამანქანე გზის გარშემო კი ზეთისხილის ხეებია დარგული. თავად სახლი 1161 კვ.მ. ფართობისაა. მასში განლაგებულია 11 სველი წერტილი, მაღალი ფანჯრები, რომელიც მისაღებს გაუყვება, კინოთეატრი, მუსიკალური ლაუნჯი, დიდი ოთახი შიდა და გარე ბარით, აგრეთვე, გარე მისაღები სივრცე. შენობაში შვიდი საძინებელია, მათ შორის ორი გარდერობის ოთახებით, ორთქლის შხაპითა და ქვის აბაზანით. 

უიქენდმა სახლი 2017 წელს 18,2 მილიონ დოლარად შეიძინა და ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა. თავდაპირველად მან გაყიდვა 2020 წელს 25 მილიონად მოინდომა, შემდეგ კი ფასი დააკლო.

შვიდი გრემისა და ორი ოქროს გლობუსის მფლობელი მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით, მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქალი მუსიკოსია. მრავალი ჰიტის ავტორი დღესაც თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. მომღერლის 50 კომპოზიცია ბილბორდის Dance Club Songs-ის ჩარტის სათავეშია მოხვედრილი, შედეგად ის ერთადერთი არტისტია, რომელმაც ამ რაოდენობის ნამუშევრით რომელიმე ჩარტში პირველი ადგილის დაკავება შეძლო. ამასთან, მადონა ერთადერთი ქალი მუსიკოსია, რომლის 38 სიმღერაც Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Super Bowl-ის ბურთი Dr. Dre-ს, ემინემის და სხვების ავტოგრაფებით აუქციონზე გაიყიდება

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯიმინი და ჯონგუქი პროექტში The BTS Recipe კიმბაპს ამზადებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი