ცნობილმა ინგლისელმა როკ ვარსკვლავმა, ჯგუფ The Rolling Stones-ის ვოკალისტმა, მიკ ჯაგერმა, შვედურ რადიოსადგურთან P4 ინტერვიუში როკ მუსიკის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას, დაასახელა მუსიკოსები, რომლებიც დღეს ჟანრს აცოცხლებენ.
მუსიკოსი ინტერვიუში აგრეთვე შეეხო The Rolling Stones-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტების სერიას და თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ ეს არ იქნება მათი უკანასკნელი ტურნე.
საკულტო ჯგუფი “როლინგ სთოუნზი” ლონდონში 1962 წელს შეიქმნა და დღემდე 25 სტუდიური ალბომი გამოუშვა. მათ შორის ბოლო ჩანაწერი Blue & Lonesome 2016 წელს გამოიცა. კოლექტივი 1989 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.