ბილი აილიშმა Nike-თან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმელი გამოუშვა

ფოტო: Nike

კომპანია Nike-მა მომღერალ ბილი აილიშთან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმლის Nike Air Force 1 ახალი მოდელი გამოუშვა. 

“აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ “ნაიკთან” ფეხსაცმელსა და ტანსაცმლის კოლექციაზე ვითანამშრომლე. დიდი პატივი იყო ჩემთვის მათზე მუშაობა. ერთი სული მაქვს, თქვენ წყვილს როდის შეიძენთ”, – დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე 11 აპრილს, კოლაბორაციის დაანონსებისას.

ცნობილია, რომ კრემისფერი ფეხსაცმლის დასამზადებლად არტისტმა ეკოლოგიურად სუფთა, გადამუშავებული მასალები გამოიყენა. რაც შეეხება ტანსაცმლის კოლექციას, მუსიკოსმა ჰუდი, შარვალი და მაისური შემოგვთავაზა.

“ამ კოლექციის გამოწვევა იყო ის, რომ ჩემი ხედვის სისრულეში მოყვანით სამოსისა თუ ფეხსაცმლის ორიგინალი დიზაინები არ დამეკარგა”, – თქვა აილიშმა.

20 წლის პოპ მუსიკოსს “ნაიკთან” წარსულშიც უთანამშრომლია Ghost Green Air Jordan 1-ისა და Air Jordan 15-ის მოდელებზე, რომლებიც უკვე ამოყიდულია, თუმცა, მათი შეძენა გადამყიდველებთანაა შესაძლებელი.

ბილი აილიშ ო’კონელი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს სინგლით Ocean Eyes გაიცნო. მუსიკოსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?, რომელიც ამერიკული და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. მასში შემავალი სინგლი Bad Guy ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. შვიდი გრემის მფლობელი შემსრულებელი 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოების ოთხი ძირითადი კატეგორია მოიგო. ამასთან, მომღერალი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ნამუშევრით No Time To Die, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის შექმნა. ბილის დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰოლზი: ქრონიკული დაავადების გამო საავადმყოფოში მომიწია დაწოლა

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერმა დაასახელა მუსიკოსები, რომლებიც დღეს როკს აცოცხლებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი