მედელინში Maluma-ს ცვილის ფიგურა შექმნეს

ფოტო: Madame Tussauds

კოლუმბიის ქალაქ მედელინში “მადამ ტიუსოს” მუზეუმმა მომღერალ მალუმას ცვილის ფიგურა შექმნა. ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც დაწესებულებამ სამხრეთ ამერიკაში დაამზადა.

ცვილის ფიგურა მუსიკოსის საფირმო Versace-ს კოსტიუმსა და Bottega Veneta-ს ფეხსაცმელშია შემოსილი. აღსანიშნავია, რომ მალუმა მშობლიურ ქალაქ მედელინში 30 აპრილს კონცერტს Medallo en el Mapa მართავს.

“მუზეუმის მთელმა გუნდმა გასაოცარი სამუშაო ჩაატარა. ფიგურა ჩემი ნამდვილი რეპლიკაა. დიდი პატივია, რომ ნამუშევარი კონცერტამდე გაიხსნა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ვიმუშავე, რათა სამყაროს გაეგო, რომ მედელინში, კოლუმბიაში იქმნება ხელოვნება, მუსიკა და ა.შ. მიხარია, რომ მსოფლიოში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ”, – აღნიშნა მალუმამ.

მუზეუმის განცხადების თანახმად, 20 ადამიანისგან შემდგარ გუნდს თითქმის 6 თვე დასჭირდა ფიგურის შესაქმნელად. ნამუშევარი კოლუმბიელი შემსრულებლის კონცერტზეც იქნება წარმოდგენილი, ის აგრეთვე გამოიფინება მედელინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 26-დან 29 აპრილამდე. ამის შემდეგ კი ფიგურას ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოს “მადამ ტიუსოს” მუზეუმში დადგამენ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა მიმდინარე წლის მარტში რეჟისურაშიც სცადა ბედი და თავის სიმღერაზე Mojando Asientos კლიპი გადაიღო. მან აგრეთვე პროდაქშენ კომპანია Royalty Films დააარსა, რომელიც მუსიკის, კინოს, სატელევიზიო და კომერციულ სფეროებში იმუშავებს.

ლათინური გრემის მფლობელმა ხუან არიასმა, სასცენო სახელით Maluma, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. ორ წელიწადში მან სადებიუტო ალბომი Magia გამოუშვა. განსაკუთრებული წარმატების მომტანი მისი 2015 წლის ნამუშევარი Pretty Boy, Dirty Boy გამოდგა, რომელიც დღეს ამერიკაში ორმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. კომერციული წარმატება ხვდა წილად მის 2018 წლის ჩანაწერს F.A.M.E.-საც. შემსრულებელს დღემდე ხუთი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის რამდენიმე ვიდეორგოლს იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მეგან ფოქსმა განმარტა, რატომ სვამენ ის და MGK ერთმანეთის სისხლს

შემდეგი სტატია

კამილა კაბეიო Victoria’s Secret-ის სუნამოს სახე გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი