მეგან ფოქსმა განმარტა, რატომ სვამენ ის და MGK ერთმანეთის სისხლს

ფოტო: Kevin Mazur/Getty Images

ჟურნალთან Glamour UK ინტერვიუში ცნობილმა მსახიობმა, მეგან ფოქსმა განმარტა, რას გულისხმობდნენ ის და მისი საქმრო, მუსიკოსი Machine Gun Kelly, როდესაც განაცხადეს, რომ ერთმანეთის სისხლს სვამდნენ.

• მოუსმინეთ: Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს

“შეიძლება, ამ ნათქვამმა ხალხი შეცდომაში შეიყვანა – წარმოიდგინეს, როგორ ვაგემოვნებთ სისხლს ბოკალით. დიახ, ჩვენ რამდენიმე წვეთს ვსვამთ მხოლოდ რიტუალური მიზნებით”, – აღნიშნა მეგანმა.

ფოქსმა აგრეთვე ისაუბრა, როგორ განსხვავდებიან ის და ქელი რიტუალების შესრულებისას:

“მე შემიძლია საკუთარი თავის კონტროლი. ვკითხულობ ტაროს, მიზიდავს ასტროლოგია და მედიტაცია. რიტუალებს ახალი ან სავსე მთვარისას ვატარებ. ამას როცა ვაკეთებ, ყოველთვის მაქვს მიზეზი. თუმცა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება: რამდენიმე წვეთი სისხლი და მორჩა. რაც შეეხება ქელის, ის სპონტანური, აღგზნებული და ქაოტური ხდება. მზადაა, გატეხილი მინით მკერდი გადაისეროს და მითხრას, წაიღე ჩემი სულიო”.
აღსანიშნავია, რომ ახლახან მეშინ გან ქელიმ, რომელმაც ბოლო ორი ალბომი პოპ პანკის ჟანრში ჩაწერა, განაცხადა, რომ ჰიპ ჰოპში დაბრუნებას აპირებს.
“დავბრუნდები იქ, სადაც გავჩერდი და განვავითარებ ჩემი, როგორც რეპერის, თხრობის უნარს, ვიპოვი ინოვაციურ ჟღერადობას”, – აღნიშნა მუსიკოსმა. ცნობისთვის, მისი ბოლო პოპ პანკ ალბომი Mainstream Sellout ჩარტში Billboard 200 პირველ პოზიციაზე გავიდა.

კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი, მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, ორი Tickets to My Downfall და Mainstream Sellout კი პოპ პანკი, რომლებზეც დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მსახიობი კეიტ ჰადსონი მუსიკალურ ალბომზე მუშაობს

შემდეგი სტატია

მედელინში Maluma-ს ცვილის ფიგურა შექმნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი