ჟურნალთან Glamour UK ინტერვიუში ცნობილმა მსახიობმა, მეგან ფოქსმა განმარტა, რას გულისხმობდნენ ის და მისი საქმრო, მუსიკოსი Machine Gun Kelly, როდესაც განაცხადეს, რომ ერთმანეთის სისხლს სვამდნენ.
• მოუსმინეთ: Machine Gun Kelly პოპ პანკ ალბომს Mainstream Sellout ავრცელებს
ფოქსმა აგრეთვე ისაუბრა, როგორ განსხვავდებიან ის და ქელი რიტუალების შესრულებისას:
კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, შტატ ოჰაიოს ქალაქ კლივლენდში მცხოვრები რეპერი, მომღერალი და მსახიობია. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს გაიცნო, როდესაც საკუთარი სახსრებით მიქსტეიპი Lace Up გამოუშვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში ამავე სახელწოდების ალბომი ჩაეშვა, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილი დაიმსახურა. ქელის მოღვაწეობის განმავლობაში 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. პირველი ოთხი ჰიპ ჰოპ ნამუშევარია, ორი Tickets to My Downfall და Mainstream Sellout კი პოპ პანკი, რომლებზეც დრამერ ტრევის ბარკერთან ერთად იმუშავა.