Lizzo-მ დაბადების დღეზე ინსტაგრამზე თაყვანისმცემლებს მიმართა

ფოტო: Heather Hazann/Billboard

ცნობილ ამერიკელ მუსიკოს ლიზოს 27 აპრილს 34 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მომღერალმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ორი პოსტი გამოაქვეყნა. პირველ მათგანში არტისტი ტორტიდან ხტება, თავზე კი მსახიობ მერილინ მონროს ვარცხნილობის სტილში ვარდისფერი პარიკი უკეთია.

“დღეს ჩემი დაბადების დღეა და ამ წელს მინდა, რომ რაღაც გაჩუქოთ. წინასწარ შეიძინეთ ალბომი Special, ორ დღეში კი ჩემი ტურნეს ბილეთების გაყიდვა დაიწყება. მიყვარხართ ყველა”, – დაწერა ლიზომ.

მეორე პოსტი კი ფოტოების კოლაჟს მოიცავს. არტისტი ამავე ტორტისა და ოქროსფერი სანთლების ფონზეა გადაღებული.

“არ მჭირდება მოსალოცი ბარათები და საჩუქრები. უბრალოდ, მსურს, მშვიდობა იყოს მსოფლიოში. ადამიანები იყვნენ უფრო კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ. (და ყველამ მოუსმინოს ჩემს ახალ ტრეკს ABOUT DAMN TIME მინიმუმ ორჯერ). წინ კიდევ ერთი გასაოცარი წელიწადია. კუროს სეზონი ოფიციალურად დაიწყო”, – დაწერა შემსრულებელმა ინსტაგრამზე.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ორი EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. შემსრულებლის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Cuz I Love You ჩარტ Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების: The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Post Malone ახალ ალბომს 3 ივნისს გამოუშვებს

შემდეგი სტატია

Future ახალი ალბომის I NEVER LIKED YOU ტრეკლისტს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” - ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
მეტი