მოუსმინეთ: ქეილანიმ ახალი ალბომი Blue Water Road გამოუშვა

ფოტო: Gizelle Hernandez/Billboard

კალიფორნიელი მომღერალი, ქეილანი ფერიში რიგით მესამე სტუდიურ ალბომს Blue Water Road ავრცელებს. გრემის ორგზის ნომინანტი შემსრულებლის ჩანაწერში მოწვეული არტისტების რანგში გვხვდებიან: ჯასტინ ბიბერი, ჯესი რეიესი, სიდი, Blxst და სხვები. 13-ტრეკისგან შემდგარი ნამუშევრის პროდიუსერები პოპ ვენსელი და ოუკი არიან.

Blue Water Road პირველი ჩანაწერია 2020 წლის სტუდიური ალბომის It Was Good Until It Wasn’t შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მაშინ მეორე ადგილზე გავიდა.

ქეილანი ფერიშმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის ჯგუფში Poplyfe მოღვაწეობდა. სადებიუტო მიქსტეიპი Cloud 19 მომღერალმა 2014 წელს გაავრცელა, სამ წელიწადში კი პირველი სრულმეტრაჟიანი ჩანაწერი SweetSexySavage გამოსცა. არტისტის დისკოგრაფია დღეს სამ სტუდიურ ალბომს ითვლის. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Gangsta მოუტანა, რომელიც მან ფილმისთვის Suicide Squad დაწერა. ტრეკზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 370 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში სიმღერა Narcissist იმღერა

შემდეგი სტატია

ბილი აილიშს ჰკითხეს, ჯგუფ Paramore-ის რომელი სიმღერაა მისი რჩეული

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი