მოუსმინეთ: ლედი გაგა ფილმის Top Gun: Maverick საუნდტრეკს ავრცელებს

ფოტო: Djeneba Aduayom/Billboard

პოპვარსკვლავი ლედი გაგა ფილმისთვის Top Gun: Maverick შექმნილ კომპოზიციას Hold My Hand ავრცელებს. კინონამუშევარი გაგრძელებაა 1980-იან წლებში გამოსული სურათის Top Gun, რომელშიც ცნობილი მსახიობი, ტომ კრუზი მონაწილეობს.

ახალი სინგლი გაგამ და ბლუდპოპმა დაწერეს, პროდაქშენზე კი ბენჯამინ რაისმა იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მომღერალმა  ფილმისთვის მუსიკა 2018 წელს შექმნა. ტრეკმა A Star is Born ოსკარი, ოქროს გლობუსი, ოთხი გრემი და ბაფტა დაიმსახურა.

“მსურდა, შემექმნა მუსიკა, რომელშიც ორი ადამიანის მიერ ერთმანეთის ურთიერთგაგების ღრმა საჭიროებაზეა საუბარი – სურვილზე, რომ ვიყოთ ახლოს, როდესაც შინაგანად შორს ვგრძნობთ თავს. მადლიერი ვარ ტომის, ჰანსისა და ჯოს, რომ მომეცა მათთან მუშაობის შესაძლებლობა. მე, ბენ რაისი, ბლუდპოპი და ყველა, ვინც კომპოზიციაზე იმუშავა, სიხარულით გიზიარებთ ამ ჩანაწერს”, – აღნიშნა გაგამ.

ფილმის Top Gun: Maverick დახურული ჩვენება გასულ კვირას ლას ვეგასში, კინოთეატრში CinemaCon შედგა. სტუდია Paramount Pictures სურათს კინოგაქირავებაში 26 მაისს ჩაუშვებს.

13 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა. მისი ხუთი სტუდიური ალბომი გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოექცა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიშს ჰკითხეს, ჯგუფ Paramore-ის რომელი სიმღერაა მისი რჩეული

შემდეგი სტატია

ნახეთ: ნიკი მინაჟი Met Gala-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი