ნახეთ: ალიშა ქისი Met Gala-ს დაესწრო

ფოტო: Theo Wargo/WireImage

ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი მშობლიურ ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ წლის ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებას, Met Gala-ს დაესწრო. მუსიკოსს, რომელიც წითელ ხალიჩაზე ქმართან, პროდიუსერ სვიზ ბითზთან ერთად გამოჩნდა, მოდის სახლ Ralph Lauren-ის დიზაინით შექმნილი საღამოს კაბა ეცვა, მოსასხამზე კი თვლების საშუალებით ნიუ იორკის განათებული ცათამბჯენების ხედი იყო შექმნილი.

ნახეთ: ოლივია როდრიგო Met Gala-ზე

“ჩემი შთაგონების წყაროა ეს ქალაქი, ნიუ იორკი სამუდამოდ! ჩემი ახალი სიმღერა City of Gods ამ ქალაქის კიდევ ერთი ჰიმნია. დიდი პატივია, ნიუ იორკს წარმოადგენდე. ის ძალიან მიყვარს”, – აღნიშნა ქისმა ჟურნალ “ვოგის” ლაივსტრიმის წამყვანთან, ლა ლა ენტონისთან საუბარში.
ფოტო: Theo Wargo/WireImage

წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.

ალიშა ქისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ კი ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin’ გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 90 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 8 სტუდიური ალბომის ავტორი სონგრაითერების დიდების დარბაზშია შეყვანილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ოლივია როდრიგო Met Gala-ზე

შემდეგი სტატია

ნახეთ: შოუნ მენდესი Met Gala-ზე Tommy Hilfiger-ის სამოსში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი