ნახეთ: ოლივია როდრიგო Met Gala-ზე

ფოტო: Christopher Polk

გრემის მფლობელი 19 წლის მომღერალი, ოლივია როდრიგო ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ წლის ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებას, Met Gala-ს დაესწრო. მან საღამოსთვის მოდის სახლ Versace-ს იისფერი კაბა შეარჩია, ტალღოვან თმაზე პეპლის ფიგურის მქონე სამაგრები, ხელზე კი გამჭვირვალე ხელთათმანები გაიკეთა.

ოლივია როდრიგომ და ავრილ ლავინმა ჰიტი Complicated შეასრულეს

“მეორე ალბომზე უკვე ვმუშაობ. ახალ კომპოზიციებს მუდმივად ვწერ”, – აღნიშნა მუსიკოსმა მოდის ჟურნალ Vogue-ის ლაივსტრიმის წამყვან ვანესა ჰადჯინსთან ინტერვიუში.

ფოტო: Christopher Polk

წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.

ოლივია როდრიგო ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსია, რომელსაც პოპულარობა Disney Channel-ის სერიალებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series შესრულებულმა მთავარმა როლებმა მოუტანა. 2021 წლის 8 იანვარს არტისტმა სადებიუტო კომპოზიცია Drivers License გამოაქვეყნა. სინგლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. ამავე წელს ოლივიამ ალბომი Sour გამოუშვა, რომელმაც მას გრემის სამი ჯილდო მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ბილი აილიში Met Gala-ზე

შემდეგი სტატია

ნახეთ: ალიშა ქისი Met Gala-ს დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ